ეს თემა ეხება დედაქალაქში და მის შემოგარენში ყველა ტიპის ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, პროექტს და სამომავლო გეგმებს.
შევეცდები ჩამოთვალო ყველაზე მნიშვნელოვანი მშენებლობები, რაც ამ მომენტისათვის თბილისში მიმდინარეობს.
- ყველაზე მასშტაბური და დიდი მშენებლობა რაც ადამიანს თვალში აიცულებლად მოხვდება ესაა იუსტიციის სახლი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის სიახლოვეს
იუსტიციის სახლი, დამკვეთი სახელმწიფო. აშენებს ჩინური კომპანია NC
- ყველაზე მასშტაბური კერძო მშენებლობა კი არის "რაკიინ აფთაუნ თბილისი", დავით აღმაშენებლის ხეივნის ბოლოში
Uptown Tbilisiაშენებს არაბული კომპანია "რაკია"

- ასევე სახელმწიფო დაკვეთით მიმდინარეობს ეროვნული ბანკის მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე.
- კიდევ ერთი დიდი პროექტი არის აღმოსავლეთ მიმართულების რკინიგზის სდგური, ქეთევან წამებულის გამზირზე. მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარედ. დამკვეთის შპს „საქართველოს რკინიგზა“ შემსწულებელი „დექსუსი“.

- ავლაბარში, ბოჭორმის და კაჩინსკის ქუჩების კვეთასთან შეამჩნევთ დიდ მშენებარე კომპლექსს „დოლაბაური“. ესაა კომპანია „არსის“ მრავალფუნქციური კომპლექსი.
http://arci.ge/Index.php?site-lang=ka&site..._prj_dolabauri/ - თითქმის დასრულებულია და დღე-დღეზე გაიხსება სოკარის ოფისი, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და იალბუზის ქუჩების კვეთასთან.
- რიყეზე მიმდინარეობს პარკის და სხვადასხვა გასართობი დაწესებულებების, აგრეთვე რიყის პარკიდან ნარიყალამდე საბაგიროს მშენებლობა.
რიყის ახალი სახე IIთბილისის საბაგიროები- მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს 4 გზაჯვარედინზე საგზაო ნაგებობების მშენებლობა: 2 ესტაკადა ლაგუნა ვერესთან (ეს იქნება პირველი ორდონიანი ესტაკადა საქართველოში), გვირაბი გალაქტიონის ხიდთან, ესტაკადა ბარათაშვილის ხიდთან, და გვირაბი კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩასთან. აგრეთვე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გალაქტიონის ხიდთან ასასველი პანდუსი შენდება.
- ალექსიძის ქუჩაზე შენდება სასტუმრო „რეზიდი“
http://s019.radikal.ru/i601/1203/70/cbf5895c696a.jpg
- ვაკეში, ვაკის პარკის პირდაპირ შენდება „არსი ვაკეში“
http://arci.ge/Index.php?site-lang=ka&site...=curr_prj_vake/
- საბურთალოს და ბახტრიონის ქუჩების შორის შენდება კომპანია „აქსისის“ პროექტები „აქსის პალასი“ და „აქსის პალასი2“, ოდნავ მოშორებით საირმის ქუჩაზე კი „აქსის პალაქსი საირმეზე“
http://axis.ge/- ჩუბინიშვილის ქუჩაზე დასასრულს უახლოვდება „საქართველოს ბანკი უძრავის ქონების“ კორპუსი Mკვადრატი.
http://m2.ge/ , ეს კომპანია გეგმავს 11 კორპუსისგან შენდგარი კომპლექსის აშენებას ასათიანის ქუჩის და ყოფილი იპოდრომის ტეროტორიაზე.
- კომპანია „აქსისი“ აშენებს 2 კორპუსს აბაშიძის ქუჩაზე.
- თითქმის მზადაა ბიზნეს ცენტრი შარტავას ქუჩაზე
http://s019.radikal.ru/i624/1203/5f/7b02dcfbc84f.jpg- კომპანია „დომუსი“ აშენებს კორპუსს კავსაძის ქუჩაზე.
- დასასრულს უახლოვდება მაგისტილის dreamtown ქავთარაძის ქუჩაზე.
- მთავრდება ერთ-ერთი ულამაზესი შენობა "რუსთაველი რეზიდენსი"
http://rr.ge/- ჭავჭავაძის გამზირზე, შენდება მრავალფუნქციური კომპლექსი და ჰიპერმარკეტი „გუდვილი“
- შენდება გზა იპოდრომს, ვერეს ხეობას, ჭავჭავაძის გამზირს, თამარაშვილის გამზირს და ფანასკერტელის ქუჩას შორის
ვერეს ხეობა - იპოდრომის მაგისტრალი- კომპანია „დექსუსმა“ განაახლა პროექტ „დიღმის ტყეპარკის“ მშენებლობა ჩაჩავას ქუჩაზე.
- ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანში) მიმდინარეობს სასწავლო ცენტრის და საცურაო აუზის მშენებლობა. დამკვეთი სახელმწიფო.
- ჩიქოვანის ქუჩის და ვერეს ხეობის მიმდიბარედ კომპანია „გეო-ბელგია+“ აშებებს 2 ცალ 19 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს.
- მიმდინარეობს პარკ მზიურის ძირფესვიანი მშენებლობა. ამერიკელი კოლეგების კონსულტაციებით.
- მიმდინარეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
-შენდება სასტუმტო "ჰოლიდეი ინნ" თავისუფლების მოედანზე.

გარდა ამისა, ამ მომენტისათვის თბილისში მიმდინარეობს ფასადების და ისტორიული შენობების რესტავრაცია შენდეგ ქუჩებზე: მარჯანიშვილის ქ, აღმაშენებლის გამზირი, კალოუბანი, მეტეხის ქუჩა, კლდის ქუჩა, უზნაძის ქუჩა, საარბრუკენის მოედანი, პუშკინის ქუჩა.
წინა თემის ლინკი
თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები This post has been edited by Fabian on 9 May 2012, 08:58