შემიძლია გითხრათ როგორ შეიძლება შეაზიზღოთ გოგოს თავი:
*იყავით ორპირები,
*იკანკალეთ როცა ის ხელში აიღებს თქვენს ტელეფონს,
*თქვენს კომპიუტერთან მარტოს ნუ ტოვებთ, მაგრამ თუ ძალიან გეფსიათ, გავარდით, სინათლის სიჩქარით მოშარდეთ და უცებვე შეუვარდით, სანამ თქვენი ბრაუზერის ისტორიის შესწავლას დაიწყებს.
*პირველი პაემანი (სადმე უაზროდ მტვერიან ადგილას) დაიწყეთ იმის განხილვით, თუ რაზე შეიძლება დაპატიჟოს ბიჭმა გოგო და რაზე არა, და რატომ ელოდებიან ბიჭებისგან გალანტურობას (აქ გოგო ისეთ დონემდე უნდა მიიყვანოთ რომ შეეცოდოთ და თქვენი დამშვიდება დაიწყოს და აქეთ დაგპატიჟოს)
*ლოგიკური იქნება თუ ამის შემდეგ თქვენი სიტყვების გასამტკიცებლად უყიდით ერთ ბოთლ ბახმაროს (ანუ მაინც გალანტური გამოდიხარ რა).
*არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ იგი თქვენს მშობლებთან მარტო, რა იცი რას მოუყვებიან; საერთოდ აგრძნობინეთ რომ არ გინდათ, მან და თქვენმა მშობლებმა რაიმე კონტაქტი დაამყარონ;
*თუ იმას სახლში ელოდებიან და აგვიანდება, გემრიელად დასცინეთ, რამდენი წლისაა;
*თქვენი ოთახი არ დაალაგოთ, რაც შეგიძლიათ, ლოგინის ქვეშ შეყარეთ და იატაკამდე საბანი დააფარეთ;
*თვითონაც არ იბანაოთ, ისედაც სექსუალურებე ხართ;
*სულ თქვენს თავზე ილაპარაკეთ და იწუწუნეთ თქვენს ცხვირზე;
*თუ გოგო არ ეწევა, დაიკიდეთ, მაინც უნდა შეეჩვიოს და მისი თანდასწრებით ბევრი მოწიეთ
*საერთოდ რაც უფრო ამაყად გეჭირებათ თავი და საერთოდ არ შეიმჩნევთ, თუ რა შუაში ხართ აქ, მით უფრო წარმატებული პაემანი გამოვა;
*მოუყევით თქვენი ჰოროსკოპის შესახებ და ყველანაირად მოუტ**ნით ტვინი!
და მერე არ იწუწუნოთ.