ზუსტად იგივე გამოვიარე მეც, რაც
ambako2001-მ დაწერა

ზაფირა დიზელზე ჩამოვაყვეანინე გერმანიიდან, ჯერ 2 თვეზე მეტი ვეძებდი, რომ ცოტა გარბენით ყოფილიყო და ტოპლივონასოსი კარგი ქონოდა, ჩამომივიდა და 1 თვეში დაეწყო ეგ ზაიობები. პირველად რომ მოუვიდა, სტუმრად ვიყავი ბოლნისში და იქ ოდნავ აღმართზე მყავდა გაჩერებული, ღამე დარჩენა მომიწია და დილას ვერ დავქოქე. როგორია, დილას პახმელიაზე ასეთი პრობლემა რომ გაგეჩითება? თან აბა იქ ნორმალურ ხელოსანს ნახავ თუ რა? სტარტერიც და აკუმულატორიც იქ მივაბრიდე და ბოლოს ევაკუატორით ჩამოვათრიე თბილისში. მაგრად გამწეწეს ხელოსნებმა ჩემი უცოდინრობის და გამოუცდელობის გამო - ჯერ ხო აკუმულატორი და სტარტერი ახალი ვიყიდე, მერე სპირალებიო - ვითომ გააკეთეს, გამომიშვეს მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ ვესტუმრე, მერე ძრავშიაო რაღაც კლაპნები შესაცვლელიო, აქაური დიზელი აფუჭებსო, ადგილზე არ ქონდათ და 2 კვირა ჩამოტანას ველოდე, მატორი გახსნეს იჩალიჩეს, გამომიშვეს, 1 კვირაში ისევ იგივე. მოკლედ ბოლოს აბრატნი კლაპანი დაუყენეს და მორჩა, მაგრამ ამასობაში იმდენში გამწეწეს რო ლამის მეორე ზაფირას ვიყიდდი მაგ ფასში

მე არ ვიცოდი ამ აბრატნი კლაპნის დვიჟენია და არც არავინ მითხრა, ისარგებლეს ჩემი უცოდინრობით და გამწეწეს...