მე მგონი ახლა ქალაქში ჩინელის ნახვა პრობლემა არ არის.ჩინური მაღაზიები გაფანტულია ქალაქის სხვადასხვა რაიონებში.ჩინელები მარტო თბილისს არ სჯერდებიან,ჩინელს ნახავ ქუთაისში,ბათუმში,სვანეთში რაჭაში და რავი ალბათ ყველგან არიან მაგენი. ჭიანჭველასავით მოფუსფუსე და მშრომელი ერია.
ჩინური პროდუქცია მთელ მსოფლიოში დომინირებს,ელექტრონული ტექნიკა,კომპიუტერი და მისი აქსესუარები,კავშირგაბმულობის სხვადასხვა საშუალებები,ბავშვის სათამაშოები,საკანცელარიო ნივთები,ტანსაცმელი,ეს არის არასრული ნუსხა ჩინური საქონლის,რომელიც მთელ მსოფლიოშია მოდებული.ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე მზარდია.ჩინეთი თავისი მილიარდნახევრიანი მოსახლეობით ჯერ თავის ჯოკერ კარტს არ აჩვენებს,
უფრო დამკვირვებლის როლში გამოდის.ჩინეთს ჯერ არა აქვს აშკარა პრეტენზია ჰეგემონიაზე,ეს დღეს.მაგრამ ხვალ ჩინეთი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.
ჩინელები მეტად თავისებური ხალხია,კონფუციის მიმდევრები სულ სხვა კუთხით უყურებენ ამა თუ იმ მოვლენას,
...რამოდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით, ახლობლის ოჯახში გავიცანი ხნიერი ჩინელი კაცი,სამხედრო ექიმი.ახლობელი ნემსებით მკურნალობდა და ეს ჩინელი კვირაში ორჯერ მოდიოდა მასთან სახლში.
ერთ-ერთ ასეთ ნემსოთერაპიის კურსებს მეც შევესწარი და გავესაუბრე ამ ჩინელს. ჩინელი სულ ღიმილით რუსულად მელაპარაკებოდა,ღიმილით მაუწყა, რომ თბილიში უკვე ნაყიდი აქვს ორი ბინაო.კლიენტურა მუდამ მყავსო და ასე შემდეგ.საუბარი გადავიტანე პოლიტიკაზე,ხუმრობით ვკითხე თქვენ ძაან ბევრნი ხართ,მსოფლიოს დაპყრობას ხომ არ აპირებთო?
მან ისევ ღიმილით მომიგო:არა,ჩვენ ომს არ ვაპირებთ,ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ და მშვიდობიანად ავიღებთ მსოფლიოსო!
თუნდაც ნებისმიერ სახელმწიფოში შევუშვათ 5-10 მილიონი ჩინელი,დიდ ჩინეთს ამით არაფერი დააკლდება.ეკონომიკაზეც შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ,ჩვენ ყველაფრის უზარმაზარი რესურსები გაგვაჩნია...
აი ასე...რატომ გავხსენი ეს თემა?
ორიოდე დღის წინ მშრალ ხიდთან ვნახე ჩინელების უცნაური ჯგუფი.თავიანთი ბარგი ბარხანით,ვეშმეშოკით და ლეიბებით.ჯერ აზრად მომივიდა,რომ ეგენი ლტოლვილები არიან.არ ჰგავდნენ მაგენი პეკინიდან და შანხაიდან ჩამოსულებს.უფრო ჩინეთის ყანა პროვინციიდან ჩამორეკილი გლეხების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მათთან გასაუბრება უშედეგო აღმოჩნდა. მარტო თავებს აქნევდნენ.ეტყობა ვიღაცამ დაარიგა,არავისთან კონტაქტი არ ჰქონდეთო.
ვინ არიან ესენი? ჩინელი მუშები-გასტერბაიტერები თუ ლტოლვილები სინძიან-უიღურის პროვინციიდან?
ჩემთვის კი ჩინურ გამოცანად დარჩა.
...ფორუმელებო,თქვენ ხომ არ გინახავთ მსგავსი ლტოლვილები?
This post has been edited by tintoreto on 12 May 2012, 22:47
მიმაგრებული სურათი
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი