მიშრეჟიმმა იმდენი მოახერხა, რომ აბსოლუტურად ყველანაირად და ყველანაირ  უფლებებსა და თავისუფლებებს ურღვევდა ადამიანებს, თანაც სისტემატიურად და სისტემურ დონეზე. ეს ცხადია პირდაპირპროპორციულად აისახებოდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ბმაში ბიზნეს-ეკონომიკასთან და რეალურ ფასეულობიტ პოლიტორიენტირებზე, რომლებიც მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან და ქაღალდზე იყო დასავლური, სინამდვილეში კი კაი პუტინისტურ-თურქმენბაშური ტიპის სახელმწიფოებრიობისკენ მიგვაქანებდა... 
  
 შესაბამისად ამისა, პრინციპში ბიძხელისუფლების მიერ რა შესაძლო დარღვევაზეც არ უნდა იძახოს და იბრახუნოს ანდაც იფაფხუნოს პოლიტიკურმა მიშმიშეთმა, გახვრეტილი გროში იქნება მისი კრიტიკის ფასი, მას არაფერ ასეთში ცხადია აღარ და ვეღარ დაეჯერება, ის სრული პოლიტიკური ბანკროტია ამ სიტყვის უსრულესი მნიშვნელობით...  
 აქედან გამომდინარე, მიშცოცხისტების პარტიის ოპოზიციურობა აშკარად თავიდანვე განწირულია არსებობისთვის, ეს რეალური მოცემულობაა და ამას შეგუება უნდა, გინდათ კლოუნადის, გინდათ გნიასური ვიშვიშის და გინდათ  შეშფოთებისაგან ჰაერში მიშმაიმუნური სალტო-მალტოების კეთებით, ჩემო პატივცემულო მიშსექტანტებო და მათ პარციალურმა თანამგრძნობნო...  
 პ.ს. ისე კიდევ, ასეთ ფორმულირებად ცნობად პოლიტფორუმს: აღსანიშნავია ის უნიკალური მოცემულობაც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ პირველად მივიღეთ ნომინალურ ოპოზიციად ისეთი პარტია, რომელიც უკვე იყო ნამყოფი სახელუისუფლებო უმრავლესობაში და იქიდან კინწისკვრით გამოვარდა არა იმიტომ, რომ სხვა მასზე უკეთესი აღმოჩნდა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა მატარებლობის ხარისხ-მოცულობათა შედარებით ურთიერთჭიდილში, არამედ მისი სრული უვარგისობის და ელემენტარულად, საზოგადოებრივი საშიშროების გამო. რაც არ დამართნიათ არც ზვიადისტებს და არც ედოისტებს (ამ უკანასკნელთ უბრალოდ არ უოპოზიციონერიათ, ს ხოდუ დაიშალნენ  დამფრთხალი ინდაურებივით 

)... აი მიშსექტა კიდევ არა და არ იშლება, მიზეზი კი ტრაგიკომედიურად მეტად ბანალურ-ტრივიალურია: 
მისმინეთ მრევლნო ჩემო

და იმეორეთ ჩემთან ერთად: ჩვენ დავბრუნდებით! ჩვენ დავბრუნდებით!! ჩვენ დავბრუნდებით!!! ჩვენ დავბრუნდებით!!!! მიშა მაგარია!!!!! ნაცამინ და მიშალელუია!!!!!!... 
 
  
  
 This post has been edited by kodeqsi on 8 Feb 2013, 08:27   
        
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა... 
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...