მოკლედ არის სიტუაცია, როდესაც ბიჭს (მაგ. გიორგის) არ ჰყავს შეყვარებული ..თუმცა, მოსწონს დავუშვათ ორი (მაგ. ნინო და ანა)
ნინოც, ანაც და გიორგიც არიან ერთ "სასტავში"...
უფრო სწორედ ანა და გიორგი იყვნენ ერთ "სასტავში" და გიორგიმ ჩართო ნინოც საერთო "ივენთებში"
ნინო და გიორგი რამოდენიმეჯერ იყვნენ ფილმის სანახავად ერთად და სანაყინეშიც... ნუ, ნინო უშვებს, რომ მოსწონს გიორგის
თუმცა, ერთ დღეს ნინო იგებს ანას დაქალისაგან, რომ გიორგი ხვდება ანას
მაგრამ:
1. საერთო შეკრებების დროს გიორგი ყურადღებას საერთოდ არ აქცევს ანას და აშკარად "მალავს"ანასთან რაიმე სახის ურთიერთობას (თუ რამე არსებობს საერთოდ)
2.ნინოსთან ურთიერთობისას, ნინო აშკარად ხვდება, რომ გიორგის მოსწონს (ნინო)
3. გარშემო ყველას ეჭვი აქვს, რომ გიორგის და ნინოს ერთმანეთი მოსწონთ
4. გიორგი არაფერს ამბობს

არც ნინო
5. ანა დაინტერესებულია ნინოს და გიორგის ურთიერობით და ცდილობს ყველგან გაარკვიოს რამდენად შორსაა წასული გიორგის და ნინოს ურთიერთობა
6. ანა , ნინოს და გიორგის ერთად დანახვის შემდეგ,ყოველთვის ცდილობს გააგებინოს ნინოს, რომ გიორგის ის მოსწონს
ანუ,რეალურად, გიორგი არაფერს იმჩნევს, + ანა და გიორგის ერთად ყოფნა არავინ იცის და ანა ყველანაირად ცდილობს გიორგის ყურადღების მიპყრობას
კითხვა:

1. გიორგი რატომ იქცევა ასე?
2. ანა რას ცდილობს?
3. ნინო ვინაა საერთოდ ამ სიტუაციაში?
This post has been edited by Liga on 28 Dec 2012, 23:42