უახლოეს მომავალში რაიმე კონკურსი ხომ არ ტარდება პროზაში ან პოეზიაში? იქნებ იცოდეთ
მაინც როგორ ბზინავდა ქათქათა, სპეტაკი თოვლი მზის თაფლისფერ სხივებზე, მაინც როგორ ბზინავდა გამჭირვალე, ცისფერი ტბა, რომელშიც წარმოუდგენელი მოქნილობით არხევდნენ რძისფერ ფრთებს გედები. მოშორებით ძლიერი მუხა იდგა, საუცრად მუქი, თითქმის შავში გადასული ყავისფერი, მის ულამაზეს ტოტებს ფუძეშივე ეტყობოდა ველური სიძლიერე. საუცარი ძალით ეჭიდებოდა რკოები სიცოცხლეს. სახეში სიო სცემდა, ზამთარი იყო და მაინც როგორი სითბო და როგორი სინაზე ხვდებოდა სახეზე, სიყვარული უბერავდა, თვით ულამაზეს დედოფლებსაც შეშურდებოდათ მისი სახის ნაკვთების, მისი სილამაზის, მისი სინატიფის, პატარა, თხელ თითებს შორის მოექცია ცხელი ჭიქა და ჰორიზონტს გასცქეროდა, თვალებში ქარვისფერი ნაპერწკალი თუ გაჩნდებოდა. იქ ბოლო იყო, იქ, სადღაც, გაურკვევლობა, დაბნეულობა, შეუცნობელი რამ იმალებოდა, მაგრამ არ იყო შიში და არც იქნებოდა, როგორ შეიძლებოდა ამ სილამაზეში შიშზე ეფიქრა და ედარდა. ეს ყველაფერი ხომ მისი იყო, ეს დიდი ბუნება ხომ მხოლოდ მას, ღმერთის პაწია ქმნილებას ეკუთვნოდა