/// იმედი მაქვს, რომ გაგებით მოეკიდებით იმას რასაც ვაკეთებთ...
ამ ტესტის იდეა გამიჩნდა მე და ბევრი წვალების და კითხვბის შედგენის შემდეგ მივეცით ფორმა...
პროფესიონალურ დეტალებში მევლუდა ძალიან დამეხმარა და აქაც მადლობას გადავუხდი!ამ ტესტის აქ დადების მიზანი არაა შეფასება...
ამ ტესტს როდესაც ვაკეთებდი ვფიქრობდი უფრო პრაქტიკულ კითხვებზე რამაც შეიძლება
თითოეულ ჩვენთაგანს გამოადგეს და შეიძლება სიცოცხლეც გადაარჩინოს...
საქართველოში არაა ასე ვთქვათ ნაკრები იმის თუ კონკრეტულ არაკონტროლირებად სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე...
ანუ 0–დან მომიწია დაწყება და ისეთი თემები ჩავსვი როგორიცაა – საბურავის გახეთქვა, ცეცხლის მოკიდება, მუხრუჭის არდაჭერა და ა.შ.
ასევე ჩავსვი კითხვები ავტოსპორტიდან იმისთვის, რომ მაყურებელი უფრო დაიხვეწოს, როდესაც წრიულ
ან სამოყვარულო რბოლას უყურებს.. ამ ყველაფრის მიწოდება კი ამ ტესტ–თამაშის სახით გადავწყვიტე...
ტესტში არავის გაუკვირდება ჩვენი კლუბის თუ ბრენდის სარეკლამო კითხვებსაც თუ გადაეყრება...
ამ მოკლე ანოტაციით მიხვდებოდით თუ რაში შეგიძლიათ დახმარება (თუ სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა)
და რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ ავტოსპორტს თუ უბრალოდ ავტომობილის მომხმარებლებს...
მომაწოდეთ კითხვები, რომლებიც იქნება პრაქტიკული, საინტერესო, ავტოსპორტიდან და ა.შ.პ.ს. ტესტი 2–3 დღეა რაც ჩვენს FB-გვერდზე ჩავუშვით...
ამ ტესტს მალე გადავთარგმნით და უცხოურ FB გვერდებსაც შევთავაზებთ...
(ტესტზე გადასასვლელად დააჭირეთ სურათს)