მძიმე მდგომარეობაა

ყვარყვარეს 900 ტრაქტორი საბავშვო სათამაშოა ამასთან შედარებით
ფრაგმენტი სტატიიდან:
„ინვესტიციები აჭარაში მოსალოდნელზე გაცილებით მეტი იქნება, ამის თქმის საშუალებას ინვესტორების მხრიდან რეგიონისადმი ბოლო პერიოდში გაზრდილი ინტერესი გვაძლევს" -
საჯაროდ განაცხადა აჭარის ფინანსთა მინისტრმა. საშური საქმეა ნამდვილად და ხალხურად რომ ვთქვათ "ამას რა ჯობია შე კაცო". მაგრამ ახლა ნამდვილად არ გადაგიქანდეთ გული სიხარულისგან და მე არაფერი დამაბრალოთ. ასჯერ დავაზუსტეთ ეს ციფრი და როგორც აჭარის ფინანსთა სამინისტროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, ის აბსოლუტურ სიმართლეს შეესაბამება. მოკლედ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე აცხადებს, ინვესტიციის სახით რეგიონში, მიაქციეთ ყურადღება.
მხოლოდ აჭარის რეგიონში - 40 მილიარდ დოლარამდე შევა.
ნამეტანი, ან როგორც იტყვიან "ნამეტნავად" ბევრი მოგვეჩვენა ეს 40 მილიარდი და გიორგი თავართქილაძესთან დაკავშირება ვცადეთ. ის მივლინებაში აღმოჩნდა, მის ტელეფონზე კი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვიპასუხა.
-"რა ვადაში იგეგმება ამ 40 მილიარდი ინვესტიციის მიღება?"
-"მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან და კონკრეტული თარიღების დასახელებისგან თავს შევიკავებ".
_"მაგრამ რაღაც გონივრული ვადა ხომ არსებობებს. და მართლა 40 მილიარდზეა საუბარი?"
-"დიახ ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ ნახოთ. 40 მილიარდამდე".
- "39 მილიარდი იყოს, არაა ცუდი"
-"ნამდვილად"
-"შემიძლია დაზუსტება თქვენზე დაყრდნობით დავწერო? ანუ რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან დავაზუსტე?"
_"კი, ნამდვილად შეგიძლიათ. სხვა რამეზე უბრალოდ პასუხს ვერ გაგცემთ, მინისტრი მივლინებაშია და მასთან შეუთანხმებლად ვერ გიპასუხებთ"
-"მადლობა და წარმატებებს გისურვებთ 40 მილიარდის შოვნაში".
http://ghn.ge/news-83245.html This post has been edited by The13thFloor on 9 Feb 2013, 21:11