მართლა მაგარი ზარმაცი და არაკომპეტენტური მოდერები ყავს უსათაუროს.
ჯერ იმით დავიწყოთ რომ წესები არც ერთმა არ იცის (ნუ პარანოიდის ძმა არ ჩავთვალოთ, მაგას საერთოდ არ აღვიქვავ როგორც მოდერად - იმიტომ რომ არასოდეს არაა ფორუმზე) მაპატიე გივი, მევასები, მაგრამ ობიექტურობის გამო ვამბობ.
მეორე კიდევ საერთოდ ვერ ვხვდები რა პრინციპით არჩევენ უსათაუროს მოდერებს, დაFიც და ჩილაუთიც მხოლოდ ფორუმის მონაწილეთა სურათებში პოზიორობდნენ და ვითომ ითვლებიან უსათაუროს მკვიდრებად?! (დიახ საჭიროა უსათაუროს მკვიდრი იყოს, განსხვავებული სპეციფიკის განყოფილებაა და უნდა ერკვეოდეს მაგაში, არ უნდა იყოს სწორხაზოვანი)
მეგობრებო გადახედეთ წესებს, წაიკითხეთ უსათაუროში რომელი წესები ვრცელდება, რომელი არ და რატომ. ღრმად მკიდია თქვენი პირადი დამოკიდებულება ნებისმიერი თემისადმი - თუ წესებს არ არღვევს უნდა იყოს და წერტილი! გამონაკლისები ბილწსიტყვაობაა ან რომელიმე სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა. აუ მე რატომ უნდა გიხსნიდეთ ამას?

გადახედეთ წესებს, ნუ ზარმაცობთ!!!!!!
ხსოვნა / ონლაინ დასაფლავება / ონლაინ ბალზამირება ძვირფასო chill_out დააბრუნე ეს თემა და გადადექი! უსათაუროში იშვიათად ხარ, წესები არ იცი, პლუს არაკომპეტენტურობაში გადანაშაულებ! მკვდრებზე კაიფი როდიდან გახდა დარღვევა?! აქ ხო ზოგადად გარდაცვლილ ადამიანებზეა და არა კონკრეტულ.
ან დაასაბუთე წესებით რატომ დახურე ეს თემა.
მორჩით ამ პასიურ აგრესიული ზონდერებით უსათაუროს "დამორჩილების" მცდელობას. არაფერი სჭირს უსათაუროს დასამორჩIლებელი, წავიდნენ მგლები . აღარავინ ბილწსიტყვაობს და შეურაცხყოფს თანაფორუმელებს. გეყოფათ რა, საერთოდ დაკარგეთ ნამუსი?