ამერიკელი კინომსახიობი , პროდიუსერი და მუსიკოსი . ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი . დაიბადა 1955 წლის 19 მარტს , Idar-Oberstein -ში (გფრ) ამერიკულ სამხედრო ბაზაზე . მისი გერმანელი დედა მარლენი ბანკში მუშაობდა , ხოლო მამამისი დევიდი ჯარისკაცი იყო . ბრიუსი უფროსი იყო ოთხ შვილს შორის . 1957 წელს მას შემდეგ რაც მამამისის სამხედრო სამსახური მორჩა , ოჯახი დაბრუნდა Penns Grove - ში (აშშ) სადაც მამამისი შემდუღებლად და ქარხნის მუშად მუშაობდა . მისი მშობლები დასცილდნენ ერთმანეთს 1972 - ში , როცა ბრიუსი 16 წლის იყო .ბრიუსს ბაშვობაში გამართულად მეტყველება უჭირდა, ის ენაბლუ იყო , თუმცა მას შემდეგ რაც მან სცენაზე გამოსვლა დაიწყო ენის ბორძიკმა გადაურა . მას საკმაოდ ბობოქარი ბავშვობა ჰქონდა ,ბავშვობიდანვე უყვარდა სცენაზე გამოსვლა დიდი აუდიტორიის წინაშე . საშუალო სკოლის მოსწავლეობას ის წარმატებით უთავსებდა სხვადასხვა დრამატული წრეების წევრობას , სადაც ის მონაწილეობდა უილიამ შექპირის და ტენესი უილიამსის დადგმებში . მონკლერში კოლეჯის დამთავრების შემდეგ ის ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც თავი ბარებში მუშაობით გაქონდა , ფოლკორულ ანსამბლ აქსელატორში ტუჩის გარმონზე უკრავდა და მთელი ძალებით ცდილობდა დიდ სცენაზე მოხვედრას .
პოპულარობა თავიდანვე არ მოსულა , ბრიუსს მოუწია რამოდენიმე წლის განმავლობაში ეთამაშა ქალაქის ნაკლებად ცნობილ თეატრებში და შეესრულებინა ეპიზოდური როლები სატელევიზიო დადგმებში ,იქამდე სანამ მას არ მიაქციეს ყურადღება და მიიწვიეს ტელესერიალ ''Moonlighting'' -ში გადასაღებად ( 1985-1989 წლებში) მისი ერთ-ერთი პირველი მთავარი როლი მხატვრულ ფილმში იყო ბლეიქ ედვარდსის ''Blind Date '' -ში ,სადაც მისი პარტნიორი იყო კიმ ბესინჯერი. უილისს კომიკოსის რეპუტაცია მიემაგრა , თუმცა 1988 წელს მან მოულოდნელად მონაწილეობა მიიღო ბოევიკ ''Die Hard '' - ში , რომელმაც მოუტანა კიდევაც მას მსოფლიო პოპულარობა. შედეგად ბრიუსი კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება მარტოხელა გმირის ამპლუას , საკმარისია გავიხსენოთ ისეთი ფილმები როგორიცაა ''The Fifth Element'', , ''Mercury Rising'' , ასევე კერკეტი კაკალის სამი საკმაოდ წარმატებული გაგრძელება.
მის კარიერაში იყო დაცემებიც და აღზევებებიც , მაგალითად 90-იანი წლების დასაწყისში მან ითამაშა რამდენიმე არც თუ ისე წარმატებულ ფილმში , მაგრამ 1994 წელს მან შეასრულა შესამჩნევი , მაგრამ არა მთავარი როლი , ქუენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმ
'' Pulp Fiction '' -ში და დაიბრუნა დაკარგული პოზიციები .წარმატებით შეასრულა მთავარი როლები ფილმებში ''Twelve Monkeys'' და
''The Fifth Element'' , მაგრამ ოთხოცდაათინების დასარულისკენ მის კარიერაში ისევ ჩავარდნა იყო , კრიტიკოსებისგან დაწუნებული იქნა ფილმები''The Jackal'' ,''Mercury Rising'' , ''Breakfast of Champions '' , წარმატებული აღმოჩნდა მაიკლ ბეის '' Armageddon '' რომელიც 1998 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი გახდა .
1999 წელს მან მთავარი როლი შეასრულა ემ ნაიტ შიამალანის '' The Sixth Sense '' -ში რომელიც მოწონებული იქნა როგორც მაყურებლებისგან ისე კინოკრიტიკოსებისგანაც , ამ ფილმმა ბრიუსს 60 მილიონი დოლარი მოუტანა .ბოლო წლებში ბრიუსი აქტიურად თანამშრომლობს საკულტო კინორეჟისორ რობერტ როდრიგესთან , მან უკვე მიიღო მონაწილეობა მის ორ ფილმში '' Sin City '' -ში და '' Planet Terror '' -ში.
1987 წლის ნოემბრიდან 2000 წლის ოქტომბრამდე ბრიუსი დაქორწინებული იყო მსახიობ დემი მურზე. მათ ყავთ სამი ქალიშვილი Rumer Glenn Willis , Scout LaRue Willis და Tallulah Belle Willis . ბრიუსის და დემის მოულოდნელი განქორწინების შემდეგ დადიოდა ხმები მათი ხელახალი ჯვრისწერის შესახებ, მაგარმ მოულოდნელად დემი ცოლად გაყვა თავისზე 16 წლით უმცროს მსახიობ ეშტონ კატჩერს
მიუხედავად ამისა , ყოფილი ცოლ-ქმარი აქტიურად ინარჩუნებენ მეგობრულ და საქმიან ურთიერთიობებს.
ზოგიერთი წყაროები იუწყებიან , რომ ბრიუსს სურდა მონაწილეობა მიეღო ერაყის მეორე ომში , მაგრამ მან უარი მიიღო თავისი ასაკის გამო . მან შესთავაზა ერთი მილიონი დოლარი ნებისმიერ ადამიანს რომელიც გასცემს უსამა ბინ ლადენს , აიმან ალ ზავაჰირს ან აბუ მუსა ალ ზარქავს . ბრიუს უილისს არ მოსწონს თუ როგორ აშუქებს მედია ერაყის ომს და ამიტომ აპირებს გადაიღოს პროსაომარი ფილმი რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცები წარმოჩინდებიან როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი მამაცი მეომრები . საერთოდ ის არის ერთ-ერთი უიშვიათესი გამონაკლისი ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობებს შორის რომელიც მხარს უჭერს ომს ერაყში.
IMDB
FLIXSTER
ფილმოგრაფია :
Assassination of a High School President (2008) .... Principal Kirkpatrick
Planet Terror (2007) .... Muldoon
Nancy Drew (2007) (uncredited) .... Bruce
Live Free or Die Hard (2007) .... John McClane
... aka Die Hard 4.0 (Australia) (UK) (USA: working title)
Perfect Stranger (2007) .... Harrison Hill
Grindhouse (2007) .... Lt. Muldoon (segment "Planet Terror")
The Astronaut Farmer (2006) (uncredited) .... Col. Doug Masterson
Fast Food Nation (2006) .... Harry Rydell
Over the Hedge (2006) (voice) .... RJ
16 Blocks (2006) .... Det. Jack Mosley
Lucky Number Slevin (2006) .... Mr. Goodkat
Alpha Dog (2006) .... Sonny Truelove
Sin City (2005) .... Hartigan
Hostage (2005/I) .... Jeff Talley
The Whole Ten Yards (2004) .... Jimmy
Charlie's Angels: Full Throttle (2003) (uncredited) .... William Rose Bailey
Rugrats Go Wild (2003) (voice) .... Spike
Tears of the Sun (2003) .... Lieutenant A.K. Waters
Grand Champion (2002) .... Mr. Blandford
Hart's War (2002) .... Col. William A. McNamara
Bandits (2001) .... Joseph 'Joe' Blake
Unbreakable (2000) .... David Dunn
The Kid (2000) .... Russ Duritz
The Whole Nine Yards (2000) .... Jimmy 'The Tulip' Tudeski
The Story of Us (1999) .... Ben Jordan
The Sixth Sense (1999) .... Dr. Malcolm Crowe
Breakfast of Champions (1999) .... Dwayne Hoover
Apocalypse (1998) (VG) .... Trey Kincaid
The Siege (1998/I) .... Major General William Devereaux
Armageddon (1998/I) .... Harry S. Stamper
Mercury Rising (1998) .... Art Jeffries
The Jackal (1997) .... The Jackal
The Fifth Element (1997) .... Korben Dallas
Beavis and Butt-Head Do America (1996) (voice) .... Muddy Grimes
Last Man Standing (1996/I) .... John Smith
Twelve Monkeys (1995) .... James Cole
Four Rooms (1995) (uncredited) .... Leo (segment "The Man from Hollywood")
Die Hard: With a Vengeance (1995) .... John McClane
Nobody's Fool (1994) .... Carl Roebuck
Color of Night (1994) .... Dr. Bill Capa
North (1994) .... Narrator
Pulp Fiction (1994) .... Butch Coolidge
Striking Distance (1993) .... Det. Tom Hardy
Loaded Weapon 1 (1993) (uncredited) .... John McClane
Death Becomes Her (1992) .... Dr. Ernest Menville
The Last Boy Scout (1991) .... Joe Hallenbeck
Billy Bathgate (1991) .... Bo Weinberg
Hudson Hawk (1991) .... Eddie 'Hudson Hawk' Hawkins
Mortal Thoughts (1991) .... James Urbanski
The Bonfire of the Vanities (1990) .... Peter Fallow
Look Who's Talking Too (1990) (voice) .... Mikey
Die Hard 2 (1990) .... John McClane
Look Who's Talking (1989) (voice) .... Mikey
In Country (1989) .... Emmett Smith
Die Hard (1988) .... Officer John McClane
Sunset (1988) .... Tom Mix
The Return of Bruno (1988) .... Bruno Radolini
Blind Date (1987) .... Walter Davis
მიმაგრებული სურათი