გამარჯობა იცით რა მაინტერესებს
2013 წლის 27 თებერვალს გაიმართა პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, სადაც განხილულ იქნა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის თაობაზე, 2013 წლის 25 თებერვლამდე შემოტანილი იმ მოქალაქეთა განცხადებები, რომელთაც დღეის მდგომარეობით დასრულებული აქვთ, როგორც საპატიმრო სასჯელის, ასევე პირობითი მსჯავრის ვადა (გამოსაცდელი ვადა). კომისიამ ასევე განიხილა ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის თაობაზე იმ მოქალაქეთა განცხადებებიც, რომელთაც სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმა ჰქონდათ შეფარდებული.
კომისიაზე განსახილველად შემოვიდა 300 განაცხადი. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს 213 განაცხადი აკმაყოფილებდა, რომლებიც კომისიამ განიხილა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.
კომისიამ ამ ეტაპზე ვერ განიხილა იმ პირობით მსჯავრდებულთა მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების თაობაზე შუამდგომლობები და უფლებების აღდგენის თაობაზე განაცხადებები, რომელთა პირადი საქმეებიც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად გადაგზავნილია სასამართლოებში.
===================================================================
300 საქმეზე მეტი არ იყო?
და სად შეიძლება ინახოს ვის დაუბრუნეს უფლებები ?
მადლობა
წყარო:
http://www.probation.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=449