ერთხელ ერთმა პატარა ბიჭმა დაგვიკაკუნა კარზე. ზურგზე დიდი ტომარა ჰქონდა მოკიდებული და ამბობდა, ბოთლებს ვიბარებო. ბუტა გავარდა აივანზე, გამოიტანა ბოთლები და მისცა. ბავშვმა დაიწყო ფულის დათვლა, რომ ფული მოეცა. გაგიჟდა ბუტა – რას ამბობ, ამაში ფულს როგორ გამოგართმევო. ტომარა ლიფტამდე მიატანინა და უთხრა, ასეთი პატარა ხარ და ამდენი ბოთლი როგორ უნდა წაიღოო. ბიჭმა უთხრა, დაბლა მამა მელოდება და ის წაიღებსო. რომ შემობრუნდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ისე განიცადა, მთელი დღე ხმა აღარ ამოუღია. სახლში, თაროზე, ცალკე მუდამ გვედო მათხოვრებისთვის ფული. გავარდებოდა და მისცემდა.
ბუტა რომ დაიბადა, საოცრად ლამაზი იყო. ძალიან კარგი ბიჭი იყო თავისი მორალით და ადამიანობით. ასაკთან შედარებით სერიოზული გახლდათ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. თავართქილაძის ინსტიტუტში საბანკო–საფინანსო ფაკულტეტზე სწავლობდა და იმ წელს უნდა დაემთავრებინა. გურამ თავართქილაძემ ვერ გაუძლო ამ ხელისუფლების საშინელ საქციელს და გარდაიცვალა, გაანათლოს მისი სული ღმერთმა. ბუტა ხშირად მიყვებოდა მასზე. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ იმ აუდიტორიაში, სადაც სწავლობდა, ბუტას სურათი იდო და ლექციებს არ ატარებდნენ. მხოლოდ ყვავილებს დებდნენ ყოველდღიურად სურათთან. მე ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე. ის ინსტიტუტიც გაანადგურეს.
ბუტა განიცდიდა, რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი, რათა მას ყველაფერი ჰქონოდა. სამსახურის შემდეგ მოსწავლეებთან დავდიოდი. წესიერი ფულით ვზრდიდი ჩემს შვილს. ჩემს ოჯახში უკანონოდ არც ერთი თეთრი შემოსულა და არც შემოვა. ამ მორალით ვზრდიდი ბუტასაც.
http://sana.ge/address/news/cat/7/id/17581...8%20%E1%83%A0...
ია მეტრეველი: "ჩემი შვილის მკვლელი დაჩოქილი რომ მოსულიყო ან შემოეთვალა, მაპატიეთო, ალბათ ვაპატიებდი"
2012-07-24 00:03:15
Share on twitterShare |
2004 წლის გიორგობადღეს, 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან პოლიციელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა 19 წლის ბუტა (ამირან) რობაქიძე მოკლა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: საღამოს ბუტა რობაქიძეს მისმა თანაკურსელმა, ირაკლი მიქაბერიძემ დაურეკა და გიორგობის აღსანიშნავად სახლში მიიპატიჟა. ცოტა ხანში ბუტას მეგობრებმა მანქანით გამოუარეს და ყველა ერთად წავიდა სტუმრად. ბიჭები შინ ბრუნდებოდნენ, როცა ისინი დიდუბის ეკლესიასთან პატრულმა გააჩერა. პოლიციელებმა ბიჭებს მიწაზე დაწოლა უბრძანეს. მოულოდნელად ხელებაწეულ ბუტა რობაქიძეს გრიგოლ ბაშალეიშვილმა ორი ტყვია დაახალა. 19 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მისი მეგობრები კი დააპატიმრეს. ცოტა ხანში ტელევიზიით გაავრცელეს კადრები, თუ როგორ გაუსწორდა პატრული ყაჩაღურ დაჯგუფებას. თუმცა ჟურნალისტებს ერთი დეტალი გამორჩათ: მათ მიერ დამონტაჟებულ მასალაში კარგად ისმოდა, თუ როგორ ამბობდა ერთი პოლიციელი, რომ ბიჭები სუფთები იყვნენ, ანუ მათ კანონსაწინააღმდეგო იარაღი არ გააჩნდათ. არადა ბაშალეიშვილი ჩვენებაში წერდა, რობაქიძეს ავტომატი ჰქონდა, ორჯერ გაისროლა და იმიტომ ვესროლეო. პატრულმაც დიდძალი "საბრძოლო მასალა" ამოიღო "ყაჩაღური დაჯგუფების" მანქანიდან. ცოტა ხანში ბაშალეიშვილმა ჩვენება შეცვალა და აღიარა, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონდა, ხოლო თვითონ ტყვია გაუვარდა. მას 4 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, 3 წლის მერე კი გაათავისუფლეს.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის ნამდვილი ვერსია რამდენიმე თვეში გახდა ცნობილი. ეს მას მერე მოხდა, რაც სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ახალგაზრდა, სანდრო გირგვლიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ბუტას დედა, ია მეტრეველი ამბობს, რომ არა სანდროს დედა ირინა ენუქიძე, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა სიმართლის დასადგენად, ხმის ამომღები არ ვიყავი, რადგან შვილის სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად აღარაფერი მაინტერესებდაო.
ბუტა დედისერთა ბიჭი იყო. ია მეტრეველი 20 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა, სოსო რობაქიძეს გაჰყვა ცოლად. მალე მათ ბუტა შეეძინათ.
http://sana.ge/address/news/cat/7/id/17581...8%20%E1%83%A0...
Don't argue with fools. They'll drag you down to their level and beat you with their experience