54 წლის ვლადიმერ ნიკოლაევი რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხის, "შავი დელფინის" ყველაზე ცნობილი პატიმარია - ცივსისხლიანი მკვლელი, რომელმაც ორი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა და მათი ხორცი დააგემოვნა.
National Geographic-ის გადაცემათა ციკლში, რომელიც რუსეთის რამდენიმე ციხის პატიმრების ისტორიებზე მოგვითხრობს, კაციჭამია ვლადიმერი პირველ მკვლელობას ასე იხსენებს:
"სახლში მივდიოდი, მთვრალი ვიყავი. სადარბაზოსთან მამაკაცი დამხვდა, ისიც მთვრალი იყო და სანთებელა მთხოვა. ჩვენ კამათი დავიწყეთ, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მან დამარტყა, მეც დავარტყი და აღმოჩნდა, რომ ჩემი დარტყმის შემდეგ მოკვდა. რა უნდა მექნა... სააბაზანოში შევათრიე, გავაშიშვლე და ნაწილებად დაჭრა დავიწყე. დავაჭერი მკლავები, ფეხები... მოულოდნელად რაღაცამ დამარტყა თავში და გადავწყვიტე, გამესინჯა. თეძოდან ხორცის ნაჭერი მოვაჭერი და მოვხარშე. გავსინჯე და არ მომეწონა. ამიტომ ტაფაზე შევწვი. ხორცით ჩემს მეგობარს გავუმასპინძლდი და სახლშიც გავატანე, ვუთხარი, რომ კენგურუს ხორცი იყო. მისმა ცოლმა პელმენები მოამზადა, თვითონაც ჭამა და ბავშვებსაც აჭამა..." - ყვება შემზარავ აღიარებაში მამაკაცი.
მოხარშული არ მომეწონა და შევწვიო
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shem...hiareba-18.html This post has been edited by Qariman Setieli on 13 Feb 2013, 11:45