თავიდან დავიწყო? კაი

ავდექი დილის 6 საათზე, გავიპარსე წვერი, ვიბანავე, ჩავიცვი კომუფლიაჟი, 8ის 20 წუთზე გავედი სახლიდან, 8 საათამდე ვიყავი ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერე ავტობუსით ავედი შავნაბადაზე, ვირბინე 7 კილომეტრი, 2 საათი ვიდექი მწყობრში იარაღჩამოკიდებული.
მერე ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე, დავმუხტე იარაღი და გავედი სიცივეში, ქარში, ყინვაში და უბედურებაში, 2 საათი მუხლმოუხრელად ვიდექი, მერე 30 წუთი ბაზამდე ჩასასვლელად დამჭირდა, დავდე იარაღი, მოვწიე 1 ღერი, წავედი საჭმელად, ჩამოვედი, მოვწიე ერთი ღერი სიგარეტი, შევედი საკლასოში, 1 საათში გამოვედი, მოვწიე სიგარეტი, დავმუხტე იარაღი, 2 საათი მუხლმოუხრელად ვიდექი, მერე 30 წუთი ბაზამდე ჩამოსასვლელად დამჭირდა, დავდე იარაღი, მოვწიე, წავედი საჭმელად, ჩამოვედი, მოვწიე, შევედი საკლასოში, 1 საათში 30 წუთით დავიძინე, გამოვედი, ავიღე იარაღი, მოვწიე, დავმუხტე იარაღი გავედი საგუშაგოზე და ასე, მეორე დღის შუადღის სამ საათამდე.
თხუთმეტში ჩამოვედი სახლში, გამოვიძინე, მოვწესრიგდი და წავედი ჩემი ძმის დაბადების დღეზე.
არც წინა 14 თებერვლები იყო რამით გამორცეული და არც წლევანდელს ემუქრება ეგ