გოდერძის უღელტეხილზე სათხილამურო ტრასა, თავისი განშტოებებით 5 კილომეტრამდე გაიზრდება.
ასევე დაგეგმილია მეორე, სავარძლებიანი ტიპის საბაგირო გზის გამართვა.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს,
მინისტრმა დღეს გოდერძის უღელტეხილზე მშენებარე ზამთრის კურორტი მოინახულა.
გიორგი თავართქილაძე გონდოლებიანი საბაგირო გზის მუშაობას გაეცნო და სათხილამურო ტრასა
და სასტუმრო დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კურორტზე წყლისა
და საბაგირო გზების ენერგომომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამომავლოდ სათხილამურო ტრასამ თავისი განშტოებებით 5 კილომეტრი უნდა შეადგინოს.
ასევე იგეგმება მეორე, სავარძლებიანი ტიპის საბაგირო გზის გამართვა. კურორტის მომსახურე პერსონალი
უზრუნველყოფილია სპეცტექნიკით. ზამთრის კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონოიდან 2350 მეტრს აღწევს.
გიორგი თავართქილაძემ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ახალი კურორტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
"აქ შესანიშნავი გარემოა დასვენებისთვის. ბუნებრივი პირობები გოდერძის უღელტეხილზე
თითქმის 6 თვის განმავლობაში თხილამურებით სრიალის საშუალებას იძლევა.
ცალკე საკითხია ულამაზესი პეიზაჟი. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტებს სრიალი გაუკვალავ თოვლზეც შეეძლებათ.
მოკლედ, აქ ჩადებული ინვესტიცია, ბიზნესმენებისათვის წარმატებული კაპიტალდაბანდება იქნება"
- აცხადებს თავართქილაძე.
წყარო:
http://www.ghn.ge/news-83557.htmlეგ როგორ იყო? ცივი ქარი ჰქროდა, მიხეილ ცრუ ბაგირზე იჯდა
და ცრემლებით შემკობილი თვალებით აცხადებდა ინგრევაო კურორტები
This post has been edited by androabuladze on 14 Feb 2013, 20:02