ტიპიური საინფორმაციო გამოშვების პირველი სიახლე: დღეს დილას, სახლიდან გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრს დავით დარჩიაშვილს კუილი გაეპარა... აღნიშნული ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა დარჩიაშვილის მეზობლის მიერ, რომლის მხრიდანაც აშკარად ქონდა ადგილი სულშეხუთულ მფგომარეობაში გაურკვეველი ბგერებით უკმაყოფილების გამოხატვის მცდელობას...
რამოდენიმე წუთში, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოეწყო სპეციალური ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით დარჩიაშვილის მიმართ მიზანდასახული აგრესიული და პროვოკაციული ქმედებების დაგმობის მიზნით.
ბრიფინგზე გამოსულმა გიორგი გაბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია ხელისუფლებაში მოსული გუნდის მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებმა...
გაბაშვილმა აქვე დაადასტურა, რომ აგრესიული მეზობელი პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ დაქირავებული ზონდერია, რომელიც სულმოუთქმელად ელოდებოდა დარჩიაშვილის კუილს, რათა გაბაზრების მუქარით, მოეთხოვა მისგან საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის მხარდაჭერა...
საინფორმაციო გამოშვების მეორე სიახლე: დღეს დილას მომხდარი ფაქტის შეახებ კომენტარები გააკეთეს როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებმა...
უმცირესობის პირველი კომენტარი: აღმაშფოთებელია პარლამენტარის გაკუებაზე მისი მეზობლის აგრესიული რეაქცია... ბლა... ბლა... ბლა...
უმცირესობის მეორე კომენტარი: დღეს დილას ქართულმა ოცნებამ უკვე მერამდენეჯერ დაანახა ყველას, რა სახის დემოკრატიას თავაზობს მოსახლეობას... ბლა... ბლა... ბლა...
ნაცმოს გენმდივნის კომენტარი: ნლა... ბლა... ბლა... ხომ გეუ-ბ-ნ-ბ-დ-თ?
პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი: პარლამენტარის მეზობლის აგრესია უდავოდ დასაგმობია იმის მიუხედავად, უმრავლესობის გაპარულ კუილს გააპროტესტებს, თუ -უმცირესობის... სამომავლოდ, იმედი არ ქონდეთ მაგ მეზობლებს, რომ მე მათ სამეზობლოდ გადავალ...
შენ გაიხარე, ფორუმელო... აქამდე თუ წაიკითხე, ბოლომდეც ჩახვალ...
შემდეგი სიახლე: ლატვიის ქალაქ ტრაკაის ყოველდღიურმა გაზეთმა: "ვარდის სურნელი" ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოში ოპოზიციურ პარტიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ ფაქტს... ბლა... ბლა... ბლა... და ბოლოს ვაფრთხილებთ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომ ასეთი გზით ისინი დიდხანს ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას...
შემდეგი სიახლე: კუილის გაპროტესტებით აღშფოთების დასადასტურებლად, თბილისს სპეციალური ვიზიტით ეწვია სტრასბურგის 1971 წლის საპატიო მოქალაქე, რომელმაც მოინახულა მეზობლისგან შეშინებული დარჩიაშვილი, რასაც მოყვა სპეციალური ბრიფინგი ავადმყოფის სასთუმალთან... ბლა... ბლა... ბლა...
შემდეგი სიახლე: დღის მთავარი მოვლენას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი...
ანონსი: "დღეს მეც გამეპარა კუილი, მერე რა, გრეხია?" ასე ეწოდება ახლადშექმნილ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის პრეზენტაციაც შედგა სასტუმრო რედისონში. პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა გამოთქვეს იმედი რომ მათ მთელის საქარტველოს მოსახლეობა შეუერტდება და გასკდნენ კუებით...
ახლა კი საკუთარი სახლიდან პირდაპირ ჩართვაზეა დაზარალებული:
ბატონო დავით, როგორ გრძნობთ თავს?
მხნედ ვარ... ჩემი შეშინება არც ისე ადვილია... )))
როგორი იქნება თქვენი კომენტარი დღევანდელ ფაქტზე?
ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილმა სპეციალურად ჩამოიტანა მოდიფიცირებული ლობიო ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის შესაპარებლად, რათა შემდეგ გაზის გაპარების შემთხვევაში ხალხში გაჩნდეს აგრესია ყოფილი მმართველი გუნდის მიმართ...
მართლა?
თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე ვიტყუები?
არა... კარგად ბრძანდებოდეთ...
საინფორმაციოს წამყვანი: გადაცემის მიწურულს გაცნობებთ, რომ დღეს თურქეთში დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი, ქვემო ქართლში ახალმა მთავრობამ დაიწყო სოფლის მეურნეობის პროგრამის განხორციელება, ყველაფერზე დაიკლო ფასებმა, დაიწია ტარიფმა, ყველა მინისტრს ქონდა ბრიფინგი და სხვა სიახლეებს შეძლებისდაგვარად მოგაწვდით დღის განმავლობაში...
ერორს და საზმაუს საერთოდ არ ვუყურებ... "ოცნების" ტელევიზიებს რომ ეძახიან, აი იმათ საინფორმაციოების მიხედვითაა...
ხოოოდა... კაშმარ... თან зелёный...