მაინტერესებს რა მანძილიდან არის გადაღებული ეს სურათი და რომელი ლინზით.

ზოგიერთი ინფორმაცია და ჩემი ვარაუდი:
სურათზე აღბეჭდილია ნიუ იორკი. გუგლის რუკის მეშვეობით გავზომე მანძილი სურათის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე და იგი არის დაახლოებით 0.2 მილი
https://maps.google.com/maps?saddr=12th+Ave...h&mra=prev&z=17 სავარაუდოდ გვაქვს 2 ვარიანტი:
1) სურათი გადაღებულია გემიდან;
2) სურათი გადაღებულია მდინარის მეორე ნაპირიდან ანუ ნიუ ჯერზიდან.
ესეც უფრო ფართო ხედი ზემოდან
https://maps.google.com/maps?saddr=12th+Ave...sp=4&sz=16&z=15 E წერტილი არის სავარაუდო წერტილი ნიუ ჯერზში საიდანაც იშლება ეგ ხედი. იგივე გუგლის რუკის გამოყენებით E წერტილიდან მანძილი მდინარის მეორე ნაპირამდე დაახლოებით იგივეა რაც C წერტილიდან D წერტილამდე ანუ 1.1 მილი. სამკუთხედის ამ კალკულატორის
http://www.3eck.org/triangle/en/calculator_simple.php გამოყენებით დგინდება რომ E წერტილიდან მაგ კადრის მისაღებად ხედვის კუთხე არის 10.4 გრადუსი. 200მმ ლინზის ხედვის კუთხე არის 12.2 გრადუსი ანუ იგივე კალკულატორის გამოყენებით ვიღებთ რომ დაახლოებით 0.94 მილის დაშორებიდან შეგვიძლია ჩავტიოთ ეგ კადრი.
მეორე ვარიანტის ანუ გემის შემთხვევაში ცხადია უფრო ფართე ხედვის ლინზა იქნებოდა გამოყენებული მაგრამ გემი სავარაუდოდ მოძრაობაში იქნებოდა. ხოდა რადგან ღამეა სწრაფი შატერ სპიდი ვერ იქნებოდა გამოყენებული და სურათიც დაიბლურებოდა.
ხოდა ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს ორივე ან სხვა მესამე ვარიანტზე, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. 1-ელ ვარიანტში მიუხედავად იმისა რომ თეორიულად 1 მილის დაშორებიდან 200მმ ლინზა გვჭირდება მაგ კადრისთვის პრაქტიკულად მივიღებთ თუ არა მაგ შედეგს? არის კიდევ რაიმე დეტალი რაც გვაფიქრებინებს რომ ეს არაა შესაძლებელი? მაგალითად შენობების და დაშორებული ობიექტების კომპრესია (გრძელ ლინზას უფრო მეტი კომპრესია აქვს და შორ საგნებს უფრო აახლოვებს ერთმანეთთან), დისტორშენი, შუქის ინტენსივობა (გრძელ ლინზას ხომ მეტი სინათლე სჭირდება უფრო და სურათიდან ჩანს რომ არც ისე ნელი შატერ სპიდია გამოყენებული), სურათის დეტალიზაცია და ა.შ. მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს და განავრცეთ თუ არ გეზარებათ, თან პატარას გავერთობით.

))
This post has been edited by z125 on 15 Feb 2013, 10:49