დიდი დიდი სამყარო
ახსნა ყველაფერს მოეძებნება მაგრამ ყველაფერს ვერ ხსნის ადამიანი, მე მინდოდა რამდენიმე ფაქტორი დამეკავშირებინა ერთმანეთთან როგორც ერთი მთლიანი სამყარო, ალბათ მიმიხვდებით რომ არასწორი ნათქვამი იქნება ამას მხოლოდ მეცნიერება ან რელიგია ან მხოლოდ მისტიკა ვუწოდო, ან უბრალოდ მხოლოდ ჩემი გამოგონილი ფანტასტიკა. მე ვთვლი რომ ეს არის ყველაფრის ნაზავი ერთად და წარმოადგენს სამყაროს ერთ–ერთ ჩემეულ თეორიას. მე არ ვდებ თავს მისი 100%–ით ფაქტებით და რეალური მასალებით დასაბუთებაზე რადგანაც ეს მხოლოდ თეორიაა.
რა მადგმევინებს ამ ნაბიჯს – ენთუზიაზმი? ინტერესი ? თუ „იდეებს რა ვუყო“ პრინციპი ? - უბრალოდ სურვილი მაქვს
რელიგია, მეცნიერება, კულტურა, ისტორია, მისტიკა, ფანტასტიკა – ეს არასრული ჩამონათვალი იმ დარგების ტიპებია რომლებიც ასახავენ ჩვენთვის ინფორმაციას ჩვენი სამყაროს შესახებ შესაბამისი ჩვენეული კლასიფიკაციით, სხვა შორეულ სამყაროში ეს ყველაფერი შეიძლება ერთ დარგში მოიაზრებოდეს და ეწოდებოდეს „დრო“ ან სხვა რამე. დრო მატერიის რთული მდგომარეობაა შედარებისთვის ცეცხლის ალი, მაგრამ მასზე ბევრი არაფერი ვიცით, დავიწყოთ იქიდან საიდანაც კაცობრიობამ ყველაზე მეტი იცის.
ისტორიის ნაფლეთები
ადამიანები სულ ცდილობდნენ რამე აღეწერათ და შემოენახათ მომავალი თაობისთვის, რაც შემდგომში ისტორიას წარმოადგენს, ჩვენ დაგვიტოვეს ბევრი ინფორმაცია, მისი გარჩევა უკვე ჩვენი საქმეა თუ გვაინტერესებს რათქმაუნდა. ყველანაირი ჟანრის ლიტერატურა წარმოადგენს ისტორიის რაღაც ნაწილს.
1895 წელი – გერბერტ უელსმა გამოაქვეყნა ცნობილი ფანტასტიკური ნოველა „დროის მანქანა“ და დიდი მოწონება დაიმსახურა, ნოველაში აღწერილია დროის მანქანით მოგზაურობა დროში სადაც მთავარი გმირი სხვა ცივილიზაციაში ხვდება და აღწერს იქ გატარებულ დროს. დეტალურობა ისეთ დონეზეა აღწერილი რომ კომპიუტერულ თამაშში გეგონება თავი. 100 წელზე მეტი გავიდა და რაზეც ყველაზე ცოტა ვიცით ჩვენ – დროის მანქანაა. საიდან შეიტყო ამდენი უელსმა 100 წლის წინ რომ ასეთ დეტალურობაში აღწერა მთელი მოგზაურობა ? ერთერთი ხელმოსაჭიდი ამ ნოველადან არის ის რომ მასში აღწერილია დროის შენელების და აჩქარების შესანიშნავი მომენტები როგორც ადამიანის დანახული.
1943 წელი – ცნობილი „ფილადელფიის ექსპერიმენტი“, ექსპერიმენტი რომელიც ჩატარდა გემის გაუჩინარების სამხედრო ტექნიკის შესამუშავებლად, ამ ისტორიაზე ფილმებიც გადაიღეს, ოფიციალურად არაფერი ისეთი არ მომხდარა. არაოფიციალური აურაცხელი ინფორმაციიდან გემი გაქრა გარკვეული დროის მანძილზე რომელიც იხილეს სხვადასხვა ადგილებზე ზღვაში და პორტებში სხვადასხვა დროს, გემზე არსებული ეკიპაჟის მონაყოლით ვინც გადარჩა წყალში გადახტა ან დაიღუპა ან გაგიჟდა, –„ყველაფერი ენთო, კედლებში გავდიოდით, რაღაცეები გვეჩვენებოდა“ და ასე შემდეგ მოკლედ ფანტასტიკური მონაყოლია... ანუ მათი მონაყოლით გამოდის რომ გემი დროსა და სივრცეში გაემგზავრა თან კატასტროფა განიცადა, ეკიპაჟის უმრავლესობა დაიღუპა ან დაიკარგა.
ბევრი ფაქტები და მეცნიერული ნაშრომები მიუთითებს დროის და სივრცის არახაზობრივობაზე – ანუ როგორც დროში და სივრცეში შეიძლება ნახტომის გაკეთება, ასევე პარალელურ დროსა და შესაბამის მის სივრცეში.
ილუსტრირებული ილუზია და ქვედა სამყარო
ასტრონომია, ნასას ოფიციალური ვებ გვერდი, დედამიწის ჭრილის სურათი

დედამიწის სიღრმეში ტემპერატურა დაახლოებით 7000 გრადუსია, შუა ნაწილში 3000, ხოლო ნაპირთან ახლოს მინიმუმ 1000 გრადუსი, საშუალოდ ჩავთვალოთ 1500 გრადუსი
მთელი ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა –50 გრადუსია
ეხლა წარმოვიდგინოთ თიხის ქოთანი რომელშიც ასხია 1500 გრადუსამდე ადუღებული ლავა ისეთი როგორიც ვულკანიდან ამოფრქვეული – ყველაფერს რომ ადნობს, ჩავდოთ ეს ქოთანი შუშის საყინულეში სადაც –50 გრადუსია და თან მივუშვიროთ მზეს, გახდება ქოთნის კედლების გარედან ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ +15 გრადუსი როგორც დედამიწის ზედაპირზეა ? და ზოგან –30 გრადუსი როგორიც დედამიწის ცივ ადგილებშია ? ქოთნის ტემპერატურა ბევრად მეტი იქნება
ეს ტემპერატურული შეუსაბამობაა, დედამიწის შეგნიდან გარკვეული მოცულობა აირს წარმოადგენს, რადგანაც აირი სითბოს ცუდი გამტარია ამიტომ არ ცხელდება დედამიწის ზედაპირი ზედმეტად
დედამიწის გრავიტაციული ძალის სარტყელი ძალიან ჰგავს მრგვალი მაგნიტის მაგნიტურ ველს რომლის შიგნიდანაც სიცარიელეა

დედამიწაზე მაგნიტური ანომალიები არ ტოვებენ მასიურობის შტაბეჭდლებას

მუქი ყვითელი ლაქები რაც უფრო მეტია დიამეტრში მით უფრო ღრმა ადგილიდანაა მაგნიტური გამოსხივება, როგორც ჩანს არც თუ ისე ღრმაა მასიური მასალა
დედამიწის შიგნიდან არის ცარელა ადგილი სადაც აირია – ამის შესახებ გვიამბობს ძველი თქმულებები სადაც მიწისქვეშეთი აღიწერება როგორც ქვედა სამყარო, სადაც მოთავსებული მეორე მზე (Hollow Earth – wiki) – ცენტრალური მზე დედამიწის ცენტრში, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ რომელიც ძველი ლეგენდებითაა გაკეთებული ნაჩვენებია ეს ქვედა სამყარო სადაც მოხვდებიან და მზე გადიდებული ჩანს სიახლოვის გამო, ასევე არსებობს რუკები რომლებზეც ვერცერთ კონტინენტს ვერ ამოიცნობთ დედამიწის ზედაპირზე რადგანაც ისინი არ არის დედამიწის ზედაპირისა
ენერგია
მთელის სამყარო ენერგიით შეერთებული ქსელისგან შედგება, კოსმოსიდან ენერგია დაკავშირებულია დედამიწის ყველა წერტილთან და შეწყობილია გალაქტიკის ენერგიასთან. ყველა ცოცხალ და არაცოცხალს აქვს ენერგიული ველი – ეს არის დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველი , ენერგოველებზე ზემოქმედებით მუშაობს მაგია რომელიც ძველი დროიდან მოდის, ასევე ენერგიის კონცენტრაციაზეა დაფუძნებული მთელი რელიგია.
რელიგია
რელიგია ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ყველა ერს აქვს თავისი რელიგია და წარმოუდგენელია მის გარეშე ჩვენი ცივილიზაცია, რწმენა ყველაზე ძლიერი თვისებაა რაც შეუძლია ადამიანს, ნათქვამია რომ თუ დაიჯერებ კედელზეც გაივლი სეირნობით, ასევე ასრულებს ეკლესია თავის ფუნქციას – რაც უფრო მეტ ხალხს აქვს რწმენა და მიდის იქ მით მეტი ენერგია გროვდება – ანუ გროვდება ისეთი ენერგია რომელიც გამოიყოფა ხალხისგან, შემდეგ ეს ენერგია ნაწილდება იქ მყოფ ხალხზე და ყველა ბედნიერია და სწამს ღმერთის. „ღმერთის“ მიზანიც ეს იყო შეექმნა უნივერსალური სამყარო სადაც ადამიანები თვითონ ირწმუნებდნენ და დადებითი ენერგით აავსებდნენ ერთმანეთს – მიზანი მიღწეულია, ანუ არამატერიალური სამყაროდან ენერგია გარდაიქმნება მატერიალურად – ეკლესიაშ არსებული ადამიანების დადებათ ენერგიად.
ღმერთების ქვეყანა
ღმერთების ქვეყანა – ზეციური ქვეყანა – ასოცირდება არამატერიალურ სამყაროსთან – ეს არამატერიალური სამყაროც ენერგიულად დაკავშირებულია მთელი სამყაროსთან, მასთან ასევე დაკავშირებულია ასტროლოგიაც
ასტროლოგია
ზემოთ ვახსენეთ დროის არახაზობრივობა – ეს ნიშნავს იმას ასევე რომ დრო არ არის სწორი და ხაზოვანი , რომ როცა ერთი რაღაცა ხდება დროის ამ მონაკვეთში აქ, მეორე შესაბამისი რაღაცა მოხდება დროის სხვა მონაკვეთში სხვა ადგილას ანუ ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან ისე როგორც მუშაობს კოსმოსური საათი (ეს კარგად აქვს ახსნილი Carl Jung–ს თავის ნაშრომებში). ენერგეტიკაზეა დაფუძნებული ასტროლოგიაც, მზის ენერგია მოქმედებს დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველზე და აწვდის ინფორმაცისა პლანეტების განლაგების შესახებ, დედამიწის ელ.მაგნიტური ენერგია თავის მხრივ მოქმედებს ადამიანის დნმ–ზე ამ ინფორმაციის გადასაცემად (The Mayan Prophecies). ასევე ადამიანის დნმ დაბადებისას ასხივებს ელექტრომაგნიტურ ენერგიას რეზონანანსული სახით როემნლიც იწერება სამყაროში როგორც მისი უნივერსალური პიროვნება, რის შედეგადაც ზუსტად მუშაობს ასტროლოგია.
კავშირები(ნაწ.1)
გრავიტაციული ძალის სარტყელი – დედამიწის გეომაგნიტური ცენტრები – მაგნიტური ანომალიები – ტემპერატურული შეუსაბამობა
ქვედა სამყარო – შიდა მზე (Hollow Earth – wiki)
კოსმოსი – ენერგეტიკა – რწმენა – ენერგიის მიმართულება – ენერგიის შეგროვება და გაფანტვა – ენერგიის მატერიალიზაცია
ენერგიის შეგროვება – ეკლესია – რელიგია – არამატერიალური სამყარო – ზეცა – ღმერთების ქვეყანა
ენერგეტიკა – ენერგოველი – მაგია
ასტროლოგია – კოსმოსური საათი – დროის არახაზობრივობა – ყველაფრის კავშირი (Carl Jung)
ენერგეტიკა – მზის ენერგიის მოქმედება – დედამიწის ელექტრომაგნიტური ენერგია – ადამიანის დნმ (The Mayan Prophecies)
ადამიანის დნმ – დაბადებისას ელექტრომაგნიტური ენერგიის რეზონანანსული სახით გამოსხივება (The Scientific Basis of Astrology)