”საინვესტიციო ფონდების შექმნის გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების მიერ 100 დღის განმავლობაში გადადგმული
ყველაზე სწორი ეკონომიკური ნაბიჯია,” - აღნიშნა ”EAST GATE GROUP”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ
ირაკლი იაშვილმა ბიზნესმენებსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც ირაკლი იაშვილი ამბობს, საინვესტიციო ფონდები ბიზნესში ინვესტირების სწორი ფორმულაა.
მისი თქმით, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი ადგილობრივი პარტნიორის თანამონაწილეობას ითხოვს.
იაშვილს მიაჩნია, რომ ამ ფონდებმა სწორედ ეს ფუნქცია უნდა აიღონ.”როგორც მესმის, ორიენტაცია პროექტების მომგებიანობაზე იქნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სერიოზული წინსვლა იქნება.
ფონდების ამოქმედებას მოუთმენლად ველოდები. ამ ფონდებისთვის რამდენიმე პროექტით მიმართვას ვაპირებ” - თქვა ირაკლი იაშვილმა.
წყარო და ვიდეო:
http://news.ge/ge/news/story/46444-irakli-...stsori-formulaaეკონომიკის ნგრევა - ინ ექშენ!
This post has been edited by androabuladze on 19 Feb 2013, 17:09