პირველ რიგში მოგესალმებით. ალბათ უმეტესობას გითამაშიათ warhammer: dawn of war, space marine და ა.შ. ალბათ არც იცით, რომ warhammeri მხოლოდ თამაში არ არის. როდესაც ამას ხალხს ვეუბნები ყველა გაოცებულია, ამიტომ გადავწყვიტე გაგაცნოთ ეს სამყარო. ამ თემაში თქვენ გაეცნობით დასაწყისს, ხოლო თუ სურვილი გექნებათ შემდეგ კიდევ დავწერ, მაშ ასე- დავიწყეთ.
warhammer-ის შექმნის ისტორიას და ა.შ. არ დავიწყებ. ის კომპანია games workshopma შექმნა, ხოლო მასზე კომპანია Black Library გამოსცემს წიგნებს.
ადრეული ისტორია დედამიწაზე იწყება, რომელსაც ამ სამყაროში ტერა ქვია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8000 წელში დედამიწაზე მცხოვრებმა შამანებმა(ჯადოქრებმა) ვარპში(აქ სულების სამყარო) ცვლილებები იგრძნეს, ეს ცვლილებები ადამიანთა მოდგმას დაღუპვით ემუქრებოდა, ამიტომ შამანებმა სულები შესწირეს და ის ერთ სხეულში მოაქციეს, სხეულში რომელსაც ჩვენ იმპერატორის სახელით ვიცნობთ. ამხელა ფსაიკერული(ჯადოქრული) ძალის კონცენტრირებამ ის გახადა უდიდეს ადამიანად. ისტორიაში ის შეუმჩნევლად ეხმარეოდა ადამიანებს, ხან გამოჩენილი მეცნიერი იყო, ხანაც კი მთავარსარდალი. შუა საუკეებში მან განგმირა სიცარიელის დრაკონი და ის მარსზე დაამწყვრია(ამან შემდეგში მექანიკუმების წარმოშობა გამოიწვია).

ათასწლეულების შემდეგ, ადამიანთა მოდგმა თავს ანადგურებდა, იმპერატორი მიხვდა, რომ ჩრდილში დგომით ცერაფერს გახდებოდა და თავი გამოააშკარავა. გენომოდიფიცირებული მეხის მეომრების(thunder warriors) და მისი პირადი კუსტოდიანელებით მან ტერა(დედამიწა) დაიმორჩილა და შემდეგ გალაქტიკაზე გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა.

მაგრამ ისეთი "ადამიანიც" კი როგორიც იმპერატორი იყო ვერ დაიმორჩილებდა გალაქტიკას მარტოდ-მარტო. ამიტომ მან შექმნა 20 პრიმარჰი, თავისი შვილი, უდიდესები მეომრებს და მთავარსარდლებს შორის. მაგრამ ბოროტმა ძალებმა მისთვის ხელის შეშლა მაინც მოახერხეს და ინკუბატორები გალაქტიკაში მიმოფანტეს. იმპერატორი ნელ-ნელა იბრუნებდა თავის დაკარგულ შვილებს და მათ ასტარტესების ლეგიონების თავში აყენებდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ადამიანთა მოდგმა თავისი ძალაუფლების ზენიტში იყო როდესაც ყველაფერი შეიცვალა და ძმა ძმის წინააღმდეგ წავიდა(ამ ისტორიას თუ თქვენი სურვილი იქნება შემდეგში მოგიყვებით)-ეხლა კი თვით იმპერატორზე ვისაუბროთ

იმპერატორი უდიდესი ჯადოქარია, ის არსებობს როგორც მატერიალურ, ასევე სულიერ სამყაროშიც და ამ ძალით ბევრი, ძალიან, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
მისი სიტყვებია: გალაქტიკა მაშინ გაერთიანდება, როდესაც უკანასკნელი ტაძრის ნანგრევი, უაკანასკნელ მორწმუნეს დაეცემა თავში.
ის ათეისტია და ყველას ამისთვის მოუწოდებს( იმედია პირდაპირ მის განსჯას არ დაიწყებთ, ეს სამყარო უფრო ღრმაა ვიდრე გარედან ჩანს).
მისი ფრაზები: 'ყოვლისმცოდნეობას და ყოვლისშემძლეობას შრის ძალიან დიდი განსხვავებაა.' 'თუ ვარპის ღმერთებს ჰგონიათ რომ მე ხელს შემიშლიან ისინი ძალიან ცდებიან, ჩემი შურისძიება მათ სამყაროს დასასრულამდე მისდევს'. კიდევ არის ფრაზები, მაგრამ მათ სიუჟეტის გამო არ გეტყვით ჯერ–ჯერობით))))
კიდევ ალბათ ძალიან ბევრი რამე არის სათქმელი ამ პიროვნებაზე და თუ დაგაინტერესებთ თხრობას გავაგრძელებ, მანამდე კი ადამიანთა მოდგმის მბრძანებლის სურთებით დატკბით:


