პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: ე.ი. ნაცმოს ვარსკვლავსახეების დედაპარტიის უბიდან გამოძრომის პროცედურა ოქტომბრიდანვე დაიწყო და ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი გაჟონვა ნაცმოს მარიკა ვერულაშვილის მიერ დატოვებაა...
გუშინ პატარა (მაგრამ ცნობადი) მუწუკი მოშორდა კიდევ ნაცმოს შონზოს სახით, რომელიც პირდაპირ ოცნების ქორფა სხეულზე გადამუწუკდა...
ნაცმადიდებლები შარვლიდან ხტებიან ჩიორა პირდაპირი მნიშვნელობით ლოგინში ჩაწოლასაც არ თაკილობს

) ოცნების ასარევად, მაგრამ საკუთარი სარაია ექცევათ თავზე და ვერაფერს შველიან...
სიტუაციის რეალურად აღმქმელი ადამიანებისთვის, ქდმ თავისთავად, ნაცმოს შემადგენელი ნაბიჭვრობაა და მისი რიგებიდან გადაბარგებულებიც იგივე პროცესის გაგრძელებაა...
თუ კი რომელიმე ფორუმელს აქვს ამოკრებილი იმ ნაცების და ქდმ-ელების გვარსახელები, რომლებმაც ოქტომბრის მერე დაადეს ნაცრიგებს, მეტად დამავალებთ და იქნებ ამ თემაში გავაგრძელოთ საუბარი ნაცნაძირლობის ხარისხობრივ-რაოდენობრივი შემცირება-განადგურების პროცესის შესახებ...
მოკლე ტერმინოლოგიური განმარტება: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გავრცელებული, დარბაზის ტიპის საცხოვრებელში, შუაცეცხლის თავზე მოწყობილი გადახურვის კონსტრუქციის საყრდენ ელემენტს წარმოადგენს ხის მასიური სვეტი, რომელსაც დედაბოძი ეწოდება. დედაბოძის წაქცევის შემთხვევაში, სახურავს ვერარაფერი აკავებს...
დამატებითი ინფორმაცია: არსებობს დარბაზების ორდედაბოძიანი ვერსიებიც... აქედან ერთის წაქცევის შემთხვევაში სახურავის მცირედი ნაწილი შესაძლებელია გადარჩეს...
ეს სახადი ნაცმო აშკარად ორდედაბოძიანია... კიდე ბლატაობს...
This post has been edited by Alonzo Mosely on 16 Feb 2013, 14:10