2016 წელს პენსიები და სოციალური დახმარებები არ გაიზრდება
05 ოქტომბერი 17:54585
2016 წელს პენსიებისა და სოციალური დახმარებების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ამის შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკას არ აქვს.
„ჩვენ თუ გავიხსენებთ, რა პერიოდში ხდებოდა 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, ეს იყო გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერი, ამ პერიოდში საკმაოდ მაღალი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საქართველოში და ზოგადად, რეგიონში, არ იყო ისეთი რთული სიტუაცია, როგორიც დღეს გვაქვს. არ ვთვლით, რომ სოციალური ხარჯები ახალი ვალდებულებებით კიდევ უნდა დაიტვირთოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკას არ აქვს და ზოგადად, ეკონომიკა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
ამიტომ, ეტაპობრივად უნდა მოხდეს როგორც პენსიების, ასევე სხვა სოციალური დახმარებების ზრდა, იმის მიხედვით, თუ რამდენად გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა“, - განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში მსჯელობენ.
http://news.ge/ge/news/story/154670-tsels-...bi-ar-gaizrdeba This post has been edited by The13thFloor on 6 Oct 2015, 03:42