#35225692 · 16 Feb 2013, 22:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას. მოგახსენებთ ამ თემის გახსნის მიზეზს. (თუ არასწორ განყოფილებაში გავხსენი, მოდერატორს ვთხოვ გადაიტანოს, მე თვითონ ვერ ვნახე შესაბამისი განყოფილება) მე გახლავართ ერთ-ერთ რეგიონში ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, აქტიური და მოტივირებული სტუდენტებისგან. გადაწვეტილი გვავს ვიმუშავოთ რამდენიმე განსხვავებულ პროფილში, რადგან ძალიან სჭირდება ჩვენს რეგიონს აქტიური, ინოვაციური და შედეგის მომცემი პროექტები. ჩვენი მიზანია საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლება, მათი მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა, ადამიანების ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ. ასევე ვმუშაობთ გენდერულ პრობლემებზე და ახლო მომავალში გადაწყვეტილი გვაქვს რამდენიმე კლუბის დაარსება. ჩვენი მიზანია კონკრეტული რეგიონის განვითარება, შეიძლება ვიმუშავოთ ტურიზმის განვითარების მხრივაც, რადგან გვაქვს რამდენიმე ტურისტული ზონა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორობა გამოცდილ და სანდო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გვაქვს იდეები, მაგრამ დღევანდელ რეალობაში გაგვიჭირდება მათი დამოუკიდებლად განხორციელება (ვინადიან ფონდების უმრავლესობა ითხოვს დიდ გამოცდილებას). ჩვენ მზად ვართ ჩავრთოთ პარტნიორი გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩვენს პროექტში და საჭიროების შემთხვევაში დავნიშნოთ პროექტის დირექტორის თანამდებობაზეც. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ჩვენი შემოთავაზება და თანახმა ხართ კუალიციურად პროექტების განხორციელებაზე, შეგიძლიათ თემში დაწეროთ ან პირადად მომწეროთ.
ასევე მივიღებ გამოცდილი ადამიანების რჩევებს ორგანიზაციის განვითარებასთან დაკავშირებით.
მადლობა ყურადღებისთვის!
|