იგივე ფაქტი ფიქსირდება ხაშურში როცა ერთ შენობაში არის განთავსებული , ლუდის ბარი , დისკოთეკა , რესტორანი და სკოლა , აღნიშნული ობიექტები კი ვალერი გელაშვილის ბიზნესია (ხაშურის ოფიციალური განაბისა და მაჟორიტარი დეპუტატის) , ბატონო მინისტრო რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე? მაშინ ვალერის რესტორან-სკოლასაც მიხედეთ

სკოლის ტერიტორიაზე ლუდის ბარი არ აშენდება
განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 52-ე სკოლის ტერიტორიაზე ლუდის ბარი არ აშენდება.
მინისტრი მშენებელს მიმართავს შეაჩერონ მშენებლობის პროცესი. მარგველაშვილის ცნობით, აღნიშნული ობიექტები სკოლის შენობიდან 3 მეტრში შენდება. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შეეცდებიან, პრობლემა ისე გადაწყვიტონ, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს.
მინისტრის განცხადებით, სკოლის ტერიტორიაზე ლუდის ბარის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა ყოველგვარი კანონმდებლობის დარღვევით მოხდა.
მინისტრის ცნობით, ხელისუფლების მიზანი ბიზნესის ხელშეწყობაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მარაზმატიკული პროექტების ხარჯზე.
შეგახსნებთ, რომ 52-ე სკოლაში სკოლის მოსწავლეები და მშობლები ლუდის ბარის, ფიტნეს ცენტრისა და საბილიარდოს მშენებლობას აპროტესტებდნენ.