წულუკიანი ამერიკაში+ალასანია ბრიუსელში- ნატოს გვამები საქართველოში და გაერო ბბ-სთან.
ჰელენ კლარკი: გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ამ პროცესებს
18-02-2013, 19:12
საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ჰელენ კლარკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე წლებია მუშაობს. ჩვენი აქ მუშაობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყანაა. ჩვენ თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე გადავედით, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველოში ახალი მთავრობა აირჩიეს. ამჟამად მიმდინარეობს კოჰაბიტაციის პროცესი და მსჯელობა კონსტიტუციაზეც. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ამ პროცესებს. ჩვენ საქართველოს დავეხმარებით საჯარო ადმინისტრირების რეფორმის კუთხითაც , ორიენტირებული ვართ ასევე მოსახლეობის განვითარების კუთხითაც. როგორც იცით ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ასევე ცნობილია რომ სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. როგორც ვიცი ძალიან ბევრი ადგილობრივი დაკავებულია მეურნეობით, თუმცა ეს არ არის საკმარისი ამიტომაც საჭიროა ინვესტიციების გაზრდა ამ სფეროში. გაეროს განვითარების პროგრამა ასევე დაეხმარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით.
როგორც ვიცი თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობთ ევროკავშირთან ერთად და საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი ევროპული სულისკვეთება. ჩვენ ამ კუთხით არაერთ ქვეყანას ვუცხადებთ მხარდაჭერას, საქართველოც ერთ-ერთია მათ შორის",- განაცხადა ჰელენ კლარკმა. http://timer.ge/4140-helen-klarki-gaeros-g...-procesebs.html This post has been edited by forumeli64 on 18 Feb 2013, 20:42
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...