აზრი ქმნის ან ცვლის მატერიას
აზრი ტალღაა და ენერგიას გადაცემს. ასევე ტალღაა მატერიაც, ანუ ნივთიერების ატომის ბირთვის კვანტის სიმიც ტალღაა
კვანტური ფიზიკა და ცნობიერება

სიმების თეორია და ეგეთები
ამაზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა,
კაცი კლდეზეა ჩამოკიდებული, დაიღალა და მაღლა ვეღარ ადის, ამ დროს აიხედავს და თეთრწვერა მოხუცი თეთრ სამოსში ადგას თავზე
- გაუშვი ხელი და გადარჩებიო
- რას ამბობ ხო ჩავვარდებიო
- დამიჯერე ბევრი გადამირჩენიაო
ამანაც ნუ ზევით მაინც ვერ ავდივარო და გაუშვა ხელი და
- ააა........... ჩავარდა
მოხუცმა კი
- კაცო არ გამომდის ეს საქმე და ვერც ვეშვებიო

ასე რომ ყველა საქმეს ცოდნა უნდა
ისე კიდე სერიოზნათ რო დააკვირდე მართლაც ემთხვევა ვინმეზე გაფიქრება მის გამოჩენას ან მასთან დაკავშირებული მოხდენას
ამ დროს ყველას საინტერესო გაკვირვება ემართება და პირველი რასაც ფიქრობს რო რო გავიფიქრე იმიტომ დამირეკაო თუ (რა უცნაურია კაკრას შენზე ვფიქრობდი

და ეგეთები
არადა სინამდვილეში პირიქითაა, რო აპირებს მოვლენა მოხდენას მაგიტო გაიფიქრებ და არა რო გაიფიქრებ მაგიტო ხდება. ანუ წინასწარ ხედავს გონების ლოგიკა იგივე ქვეცნობიერი, რომელიც თავისით ჩვენგან დამოუკიდებლად კალკულირებას ახდენს ყველა ფაქტების და მოვლენების, ციფრების სიმბოლოების ფერების კომბინაციების და სხვა ფაქტორების თანაწყობას აფიქსირებს, სტატისტიკას ადგენს და აშაბლონებს. მერე კი ალბათობებით სავარაუდო რეალობას აპროგნოზებს.
აი მაგალითად:
- წონასწორობას სიარულისას ისე იცავ რო საერთოდ არ ფიქრობ ამაზე... თუ ფეხი გიბრუნდება მარტო მაშინ იღებ შენ თავზე წონასწორობის აღდგენას, მანამდე ეს სისტემა ავტომატზე მუშაობს და მხოლოდ კრიტიკულ დროს გრთავს
ასევე ავტომატზე მუშაობს გონება ოღონდ ბეევრად რთულ საკითხებზე ვიდრე გაგებაში ვართ

ცოტა გაგებაში რო ვიყოთ გეტყვი ერთ მოსაზრებას
ცოტა ადვილად რო ავხსნა წარმოიდგინე რო მოვლენები ცხოვრებაში მოდის ფენებად, ანუ ვთქვათ გუშინ მიწას დაეფინა მწვანე ფერის ფენა, დღეს კი ყვითელი ხვალ იასამნისფერი და საერთოდ ამ თვეში იასამნისფერი დომენირებს და ა.შ.
ეს ფერები პირობითადაა, და ვგულისხმობ რო შესაძლოა ერთ დღეს შემთხვევით ბევრჯერ მოისმინო ერთიდაიგივე გვარი, მაგალითად რადიოში გამოაცხადონ რაღაც გვარი რამე სიახლესთან დაკავშირებით და მოსმენიდან 10 წუთის მერე მარშუტკის ფანჯრიდან თვალი მოკრა ქუჩის დასახელების წარწერას იგივე გვარის სახელობის რომელიც ვთქვათ კომპოზიტორია, და შენდა უნებლიედ გაგახსენდა შენი მეგობარი რომელიც ფიქრებში ხვდები რო მოგენატრა. ცოტა ხანში კი გირეკავს ეს შენი მეგობარი და მოგიკითხავს და შენც ეტყვი რო (უი რა უცნაურია ეხლა კაკრას შენზე ვფიქრობდიოო..

, და საუბრის ბოლოს მეგობარი შეგახსენებს რო მუსიკის დისკი შეპირდი დღეისთვის

ეს დამთხვევა შეიძლება დაინახო ან არა იმიტომ რომ ისედაც ბევრი აქვს ადამიანს საფიქრალი, მაგრამ ამნაირ დამთხვევებს ყველას აფიქსირებ ქვეცნობიერში, რომელის სიჭკვიანეზეც ევოლუციამ იზრუნა მილიონი წლების განმავლობაში
ხო კიდე და გავა დრო და აღარ გემახსოვრება მაგრამ თუ სადმე შეხვდები იგივე გვარის ადამიანს, დიდი ალბათობით შენდა უნებურად დადებითად განეწყობი მის მიმართ

რატომ? იმიტომ რო გონების ერთერთ უჯრედში ეს გვარი დადებითი ნიშნით ჩაიწერა
რაც შეეხება ფენებს და ფაზებს, გონებისთვის ორი - უბრალო დამთხვევაა, სამი - დასაფიქრებელი, ოთხ დამთხვევა - უკვე ტენდენციაა და რაღაცამ განაპირობა, მერე ეს რაღაცაც ირკვევა და ა შ...
რაც შეეხება მომავლის შეცვლას, რადგან მეცნიერებაში და კვანტურ ფიზიკაში ცნობილია რო დამკვირვებელი ცვლის შედეგს დაკვირვების ფაქტით, ესე იგი უნდა ისწავლო დაკვირვება. თორე მერე იტყვი რო (არ გამომდის ეს საქმე და ვერც ვეშვებიო

საბედნიეროდ უკვე არსებობობს სწორად დაკვირვების სწავლის სისტემა, რომლის მიხედვით თუ სწორად მიმართავ აზრს მაშინ
"მთასაც გადადგამ". ანუ რასაც ჩვენი რელიგია გვასწავლის რო მატერია არაა დომინანტი და ის აზრით იმართება, აზრი კი ლოცვით იხვეწებაოო
მოკლედ აზრის ფორმირებაა მთავარი, სიმართლეს და დარწმუნებას დიდი გრავიტაცია აქვს და რეალობას ღუნავს სათავისოდ
ძალიან სერიოზულად არ მიიღოთ ჩემი მოსაზრებები, მეც თქვენსავით მსჯელობ, მეც ბევრი რამე ყოფითი მიკვირს უცნაური ფაქტი როა.
აი მაგალითად ლამაზ გოგოს რო შეხედავ გულიანად შანსი არაა რო რესკად გაოცებით არ მოიხედოს. ხალხი ზოგი გავარვარებულ რკინას კბიჩავს, ზოგი გრელკას ბერავს D) ბავშობაში ისიც მინახია რო ჩემთვალწინ ერთმა ორმოცი გამეტებული კაცი მოიგერია კიარადა იქით ცემა (მართალი იყო გოგო უყვარდა და ეცილებოდნენ, თან კარატისტი იყო

მოკლედ თუ ადამიანი დარწმუნებულია თავის თავში ყველაფერი შეუძლია