გამარჯობა
მყავს 2004 Volkswagen Tuareg V6 და როგორც ცენტრში მითხრეს წინა ხიდი მაქვს გამოსაცვლელი მაგრამ არ მინდა შეცვლა მხოლოდ ჩვენი ცენტრის დიაგნოზის იმედზე. ესეიგი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: 1 თვის წინ როცა მოვიდა თოვლი მანქანა მამაჩემს ყავდა და არ იცოდა ავტომატურად რომ ირთვებოდა ხიდები ამიტომ ჩართო "რაზდატკა" რომ ყველა ბორბალი ჩაერთო და ქალაქში იარა 60-80 კმ საათით მთელი დღე

ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მანქანას წინ მგზავრის მხარეს დაეწყო ღუღუნი და გაზს რომ ვაძლევ თითქოს გაწევაც მოაკლდა. წავიყვანეთ თეგეტაში და კარობკაში და ორივე ხიდში შევცვალეთ ზეთი, დავაკვირდით და არანაირი მეტალის ნაფშხვენები არ ჩამოყოლილა. ინტერნეტში რაც დავძებნე ბევრი წერს მსგავს პრობლმეაზე რომელიც ამ თაობის ტოარეგებს აქვთ მაგრამ ზოგი ზერს რომ stepper motor შევცვალეთ და მაგის ბრალი იყო ზოგმა მთლიანი ხიდი შეცვალა.
მოკლედ არ ვიცი როგორ მოვიქცე ხიდის შეცვლა მინიმუმ 1,000$ ჯდება მეორადის და არ მინდა ტყუილად გადავყარო ამდენი ფული თუ საჭირო არ არის შეცვლა და იქნებ დამეხმაროთ.
წინასწარ დიდი მადლობა!