„ფირცხალავამ ეს კადრები 21 წლის შვილს აჩვენა, ეხლა ეს დასკვნა აჩვენოს თავის შვილს“ - სოსო რობაქიძე
"არიან მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბუტას საქმეში წარმოდგენილი იარაღები, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოდან არის წამოღებული. ამას მთელი საქართველო მოისმენს სასამართლოზე“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ გამოგზავნილი დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ ის ვიდეომასალა, რაც კახა ფირცხალავამ და გურამ დონაძემ უწყვეტ ვიდეოდ და დაუმონტაჟებელ კადრებად წარმოადგინეს, ფაბრიკაციაა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, მთავარ სასამართლოზე პოლიციის ის თანამშრომლები წარდგებიან მოწმეებად, რომლებიც ბუტას მკვლელობის ღამეს, პოლიციის სამმართველოდან იარაღის წამოღებისა და რობაქიძის იარაღად გასაღების ფაქტს დაადასტურებენ. ამასთან, როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს, გურამ დონაძის თანამშრომელი ქეთი ხოსიტაშვილიც აპირებს მისცეს ჩვენება გურამ დონაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საწინააღმდეგოდ. რობაქიძის თქმით, არ შეიძლება ირაკლი ოქრუაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს დანებებას მანამ, სანამ სიმართლეს ბოლომდე არ ახდის ფარდას. საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ FBI - ის მიერ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გურამ დონაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდომასალის ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში მონტაჟის რამდენიმე ათეული კვალი შეინიშვნება.
ვიდეო:
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=20832&share=true