
მეგობრებო ერთი პატარა თხოვნა მექნება, პირველ რიგში ბლოგერებთან და საერთოდ საიტის მფლობელებთან, ფეისბუქის ფეიჯების ადმინისტრატორებთან და ა.შ...
უცნაურზეც თუ ხართ ვინმე ავტორი იქნებ დაპოსტოთ...
23 თებერვალს წყნეთში ერთი პატარა გიჟური წვეულება ჩატარდა რომელიც რაღაც ახალის დასაწყისია საქართველოში. პირველ რიგში იმიტომ რომ არ არის კომერციული პროექტი და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ესეთი გიჟური ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, სისტემატიური სახით. მოგეხსენებათ ხარისხიანი ღონისძიებისთვის აუცილებელია რამდენიმე გულიანი სპონსორი... ამჯერად მხოლოდ რედბულმა ირწმუნა ჩვენი ძალები და მომავალ ღონისძიებებზეც აუცილებლად გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა ამაზე გაჩერება არ მინდა და რაც შეიძლება მეტი ვიდეო ნახვების აგროვება გვჭირდება ამ ვიდეო რგოლზე.
შეგიძლიათ დაახლოვებით ეს ტექსტი გამოიყენოთ...
"23 თებერვალს Funday Entertainment-ის დიდმა კრეატიულმა სტაფ-ჯგუფმა წყნეთში პატარა გიჟური წვეულება ჩაატარა, საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებული პროგრამით დაახლოვებით 150 ადამიანს (ძირითადად მეგობრებს) გაუმასპინძლდნენ, თუმცა საღამოსკენ ამ წვეულებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა გაიგო და მეგობრებს, მეგობრების მეგობრებიც შეუერთდნენ... რა გამოუვიდათ შეგიძლიათ იხილოთ სრულ ოფიციალურ ვიდეო-რგოლში. LIKE, LOVE, SHARE! სხვათაშორის ღონისძიება არ იყო კომერციული და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად საჭირო ინვენტარსა და ატრიბუტებს მოხმარდა (განათება, ხმა, სასმელი და ა.შ) MYVIDEO-ზე ატვირთულ არასრულ ვერსიას 2 დღეში 17000-ზე მეტი ნახვა აქვს უკვე."
დეტალები:
- მინივენი რომელიც დაილეწა ნაყიდი იყო და დაგეგმილი იყო მისი დალეწვა (კითხვები რომ არ გაჩნდეს)
- სასმელი ღონისძიებაზე უფასო იყო და ბილეთებიდან შეგროვებული თანხებით იყო ნაყიდი უდიდესი ნაწილი
- დასაწყისში რომ არყების სმა მიდის აუცილებელი წესი იყო სამი ჭიქის დალევა დენს ფლორზე შესასვლელზე, რომ კომპლექსები საბოლოოდ დარჩეს იქვე...
- ღონისძიება ჩატარდა წყნეთში მასწავლებელტა პროკავშირების სახლში ესე ქვია, საკმაო სიდიდის დასასვენებელი კომპლექსია...
სხვა თუ რამე დაგაინტერესებთ მკითხეთ...
ბოდიშს ვიხდი მოდერატორებთან
და წინასწარ ყველას დიდ მადლობას ვუხდი ვინც გვერდში დაგვიდგება...
P.S. ძალიან გთხოვთ პირადში და აქ თანხმებს ნუ შემომთავაზებთ, არაკომერციული პროექტია შესაბამისად ვერანაირ ხარჯს ვერ გავწევ, ორგანიზატორებს ისედაც საკმაო ჯიბის ფული გვეხარჯება, უბრალოდ გვინდა საქართველოში რაღაც განსხვავებული გაკეთდეს
This post has been edited by DeViLz on 26 Feb 2013, 23:06