ხშირად ვსარგებლობ მობილური ტელეფონის ჩატით, კონკრეტულად ინტიმ ოთახით. ერთხელ ჩემთვის უცხო პიროვნებამ, შემომთავაზა ვირტუალური სექსი, მეც დავთანხმდი და 5-10 წუთის მერე მითხრა რომ ანგარიში უთავდებოდა და უნდა გასულიყო, თუ მე შევუვსებდი ბალანსს ისევ დარჩებოდა, მომწერა ტელეფონის ნომერი და გავიდა. მაშინ დამებადა იდეა: დავირქვი გოგოს სახელი, ოღონდ ბოლოში "ლეს" მივაწერე, ვითომ ე.წ. "ლესბიანკა" ვიყავი და ისე გავაგრძელე ჩატში ყოფნა, ონლაინში ვინც იყვნენ ბიჭები, თითქმის ყველას ერთიდაიგივეს ვწერდი, რომ "ლეს" იმიტომ დავიწერე ბიჭებს არ მოეწერათ და შენ მოგწერ მარტო და სხვები აღარ შემაწუხებენ მეთქი, 80% ეგებოდა ანკესსზე და უხაროდა. მაშინვე ვირტ. სექსს მთავაზობდნენ მეც ყოყმანის გარეშე ვეთანხმებოდი და ცოტა ხანში ვწერდი იგივეს რაც იმ გოგომ მომწერა, ვეუბნებოდი ნომერს, რომელიც გამორთული მაქვს და თუ ჩამირთავდნენ, შემდეგ ჩემ ნომერზე გადავირიცხავდი. სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ ვინმე ჩამირიცხავდა, მაგრამ პირველივე დღეს 15 ლარი ჩამირთეს. იოლი ფული ვის არ უყვარს მე რომ გამონაკლისი ვიყო?! ჰოდა, ჩატში ყოფნა ლამის სამსახურად ვიქციე და დღეში 1 საათს მაინც ვატარებ.
http://www.kvirispalitra.ge/suramelis-blog...qs-mushaki.htmlაუ საცოდავი ახლაგაზრდობაააა

((((((((((