#35278123 · 20 Feb 2013, 15:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"Youtube-ზე ქართული მიწები იყიდება", - სტატიას ამ სათაურით გაზეთი "ყველა სიახლე" აქვეყნებს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლზე, რომლითაც ინდოეთის მოქალაქე საინი დარჯმიტი თანამოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენას სთავაზობს.
გაზეთის ინფორმაციით, კახეთში გადაღებულ ვიდეორგოლში დარჯმიტი ქართული მიწის უპირატესობასა და იაფ მუშახელზე საუბრობს. ვიდეოში მითითებულია ტელეფონის ნომერიც, რომელზე დარეკვითაც მიწის შეძენით დაინტერესებული პირი დეტალურ ცნობებს მიიღებს.
საინი დარჯმიტის სახელით youtube-ზე 19 ვიდეოა ატვირთული და აქედან თითქმის ყველა ქართულ სოფლის მეურნეობასა და მიწებს ეხება. ვიდეოები სხვადასხვა დროსაა დადებული. ყველაზე ძველი, მათ შორის, გასული წლით თარიღდება. საერთო ჯამში 9 ვიდეოს 50 ათასამდე ნახვა აქვს და ინდოელი ბიზნესმენები ვიდეოს ავტორს კომენტარებშიც ეხმაურებიან.
როგორც "ყველა სიახლე" წერს, საქართველოში მიწების გაყიდვით დაკავებული კომპანია crown immigration-ის სათავო ოფისი ინდოეთში მდებარეობს. კომპანიაში დარეკვისას კი ჟურნალისტს განუმარტეს, რომ მიწებს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც ყიდიან. მასალის გამოყენების პირობები
სად წავიდე აღარ ვიცი,
მთავრობაააააა!!!!
გამოიფხიკეთ ყურები და რამე კანონი მიიღეთ რომ შეწყდეს ან შეზღუდვა დაწესდეს მიწების გაყიდვაზე!!!
ნახეთ ვიდეოhttp://www.palitratv.ge/akhali-ambebi/skhvadaskhva/27493-rogor-yidis-induri-kompania-qarthul-mitsebs-sareklamo-rgoli-youtube-ze.html
|