ალეკო კვახაძე
19 საათის წინ
ვასაჯაროებ ჩემს პოლიტიკურ პროგნოზს, რომელიც გავაკეთე 2013 წლის 25 იანვარს დახურულ ჯგუფში:
1. ქოცებში იწყება შიდა პარტიული განხეთქილება. ალასანიას შემდეგ, ბიძო-კალაძე-ღარიბაშვილი-ხუხაშვილის ფრთა შეეცდება რესპუბლიკელებისა და გუბაზას სასტავის მოტეხვას, რაც გამოვლინდება ბიძინას "გულახდილ" საჯარო გაკიცხვებში.
2. კრიმინალის დონე საგრძნობლად მოიმატებს. გარეთ გამოსული შავი სამყაროს წარმომადგენლები გადავლენ წვრილ და საშუალო მეწარმეთა, მოვაჭრეთა რეკეტზე. ყველაფერი ეს მასებში შექმნის განწყობას იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას მეთოდოლოგია სწორი იყო.
3. თებერვალში თავისუფლებაზე გამოდის ბაჩო ახალაია, რითაც იმსხვრევა ოცნების მითი "სამართლიანობის აღდგენის" შესახებ.
4. თებერვლის ბოლოდან იწყება ანონიმური იუზერების მიერ იუთუბზე ქოცებიზე კომპრების დადება და ყოველი მომდევნო ვიდეო მის წინამორბედზე უფრო მძიმე შინაარსის იქნება. ყველაფერი რუს გენერლებთან მოლაპარაკებების ვიდეოებით დასრულდება, რაც ბიძინას რეიტინგს საგრძნობლად დააგდებს.
5. გააქტიურდება ნაციონალური მასმედია (რ2, პირველი არხი, ტაბულა, რეალ-ტვ), პლიუს ამას იმედის მოშუაშისტო პოზიცია, რასაც კონკურენციას ვერ გაუწევს აქუს გლეხური ქაქანი და ახალკაცის მატრიცები. ყველაფერი ეს ხალხში ბიძინას წინააღმდეგ უარყოფით განწყობას შექმნის.
6. რეგიონებში ქოცების აქტივისტები ერთმანეთს დაერევიან, რაც მთელი ქვეყნის მაშტაბით პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.
7. მარტის ბოლოს დაიდება 2013 წლის პირველი კვარტლის საზარელი შედეგები, რასაც მოჰყვება სეკვესტრი და დასაქმებულ პირთა მასიური დათხოვნები, რაც გამოიწვევს სოციალურ პროტესტს.
8. თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე მიშა თეთრ სახლი პირპისპირ შეხვდება ობამას, სადაც აშშ-ს მხრიდან ბიძოსთვის არასასიამოვნო მესიჯები იქნება გაჟღერებული.
9. ნაციონალური მოძრაობა გაააქტიურებს ახალგაზრდულ ფრთას თბილისსა და რეგიონებში, გააქტიურდება პარტია აგრეთვე ინტერნეტსფეროში.
10. ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები და ედპ მოახდენენ მომხრეთა მობილიზაციას და ნაციონალური მოძრაობისგან დისტანციის დაჭერის ფონზე დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას.
11. ბიძინა ივანიშვილის ცდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის უშედეგო იქნება და სულ რაღაც სამი ხმა დააკლდება სანუკვარი მიზნის მისაღწევად.
12. ბიძინა ივანიშვილი გადადის რეზკი მოქმედებებზე. იგი ხსნის ალასანიას კადრებს მინისტრების პოსტებიდან და ნიშნავს საკუთარ კადრებს.
13. აპრილის თვეში ქართული ოცნება გადადის თავდაცვით რეჟიმში და ყოველ დღე აცხადებენ იმას, რომ "აი პირსისხლიანი სააკაშვილი დღე დღეზე დაითხოვს პარლამენტს". თუმცა სააკაშვილი განაცხადებს, რომ პარლამენტის დათხოვნა დემოკრატიის ტესტის ჩაგდება იქნება და პარლამენტს არ დაითხოვს, რაც საბოლოოდ მოუღებს ბოლოს კოალიციურ ერთობას.
14. მეორე კვარტალში საქართველო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ვარდება, რაც აისახება მოქალაქეთა ჯიბეზეც და საბოლოოდ ნადგურდება ივანიშვილის რეიტინგი.
15. სადღაც ივნის-ივლისის თვეში სააკაშვილი გადააყენებს ივანიშვილს და მის ნაცვლად კანდიდატად წარადგენს ირაკლი ალასანიას. ამ დროს ბაჩო ახალაიასს, გენერალ კალანდაძისა და ვანო მერაბიშვილის საგანგებო განცხადების შემდეგ, გენშტაბი და შსს-ს მნიშვნელოვანი ნაწილი აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ აპოლიტიკური უწყებებ და არ ჩაერევიან პროცესებში.
16. ხდება ივანიშვილის დეპორტაცია საფრანგეთში. პარლამენტის საგანგებო სხომაზე ნაცები, ყოფილი ნაცები, ალასანიას ხალხი, რესპუბლიკელები და გუბაზას სასტავი მხარს უჭერენ ალასანიას კანდიდატურას. შსს-ს მინისტრი ხდება ერეკლე კოდუა, თავდაცვის მინისტრი ბათუ ქუთელია ან ვინმე მსგავსი პროდასავლური ტიპი, ხოლო ეკონომიკის მინისტრი კი ლაშა ჟვანია.
17. აგვისტოს თვეში რუსეთი აწყობს მაშტაბურ სწავლებებს და იქმნება ოკუპაციის რისკი, თუმცა დასავლეთის ზეწოლის შედეგად, რუსეთი არ დაიწყებს ომს.
18. საპრეზიდენტო არჩევნებზე 52%-ით იმარჯვებს ვანო მერაბიშვილი, ხოლო ალასანია კი რჩება პრემიერად. ევროპა არჩევნებს დემოკრატიის ტესტის დაძლევად აფასებს. სააკაშვილი გადადის ოპოზიციაში და უცებ იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს.
19. ადგილობრივ არჩევნებზე ნაცები ტოტალურად იმარჯვებენ.
20. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაცები მოდიან კონსტიტუციური უმრავლესობით.
http://www.facebook.com/aleko.kvakhadze
კომენტებზე იკაიფეთ
ადეკვატურები
This post has been edited by vaniko1978 on 20 Feb 2013, 18:26