სამაგიეროდ ესენი ნახეთ :
ჯეიმს აპატურაი - საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს
20 თებერვალი 20:4885
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
http://news.ge/ge/news/story/46634-jeims-a...ad-mimdinareobsნორლანდი: შერჩევითი სამართალი თავიდან უნდა იქნეს აცილებული
20 თებერვალი 19:52149
აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ ამნისტიის საკითხზე საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეუთანხმებლობაა, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარე კონსტრუქციულია.
"გარკვეული საკითხები ისევ გადასაწყვეტია. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გამოძიება მართლმსაჯულების პრინციპების სრული დაცვით უნდა წარიმართოს, კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და შერჩევითი სამართალი თავიდან უნდა იქნეს აცილებული", - განაცადა ნორლანდმა.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება საკონსტიტუციო თემატიკის ყველა საკითხზე მიღწეული იყო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებაზე, რაც ამნისტიას ეხება, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
უმცირესობის შეთავაზების მიხედვით, სრული და უპირობო ამნისტია უნდა განხორციელდეს ყველა საჯარო მოხელის მიერ პირველ ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულზე - პრეზიდენტიდან დაწყებული, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით დასრულებული. უმრავლესობის პასუხი კი იყო, ამნისტიის განხორციელება საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებზე პირველ ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის. რაც შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, უმრავლესობა მხოლოდ ნაწილობრივ ამინისტიაზეა თანახმა. კერძოდ, ესაა უმაღლესი რანგის 1500-მდე საჯარო მოხელე - პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, იუსტიციის საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ა.შ. უსუფაშვილის თქმით, თუ ისინი იქნებოდნენ ბრალდებულნი რაიმე დანაშაულში და აღიარებდნენ ამ დანაშაულს, გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და დაეკისრებოდათ ერთადერთი სასჯელი - საჯარო სამსახურში 5 წლამდე ვადით სამსახურის უფლების ჩამორთმევა.
http://news.ge/ge/news/story/46625-norland...qnes-atsilebuli„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ალასანიასთან. მე მოხარული ვარ იმ რეფორმებით, რაც მან გამაცნო. ჩემთვის ეს ძალიან პროფესიონალურ დონეზეა ჩამოყალიბებული და ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება. მეორეს მხრივ, საქართველოში უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება. კოჰაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს. გვსურს, ქვეყნის შიგნით მხარეები ძირითად და არსებით საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიალოგი მათ შორის მიმდინარეობს და გვინდა, რომ შეთანხმებას მალე მიაღწიონ,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
“ხვალინდელ მინისტერიალზე კონკრეტულად განვიხილავთ, თუ რა მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ავღანური და გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, ISAF-ის დასრულების შემდეგ. ნატოს-გან და ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმენთ, თუ რა გეგმები აქვთ მათ. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს მომზადებული, იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო პოსტ-ISAF-ის პერიოდში. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებულია, თარიღიც პრაქტიკულად შერჩეულია“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დღესვე, დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსა და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს, გენერალ ჯოზეფ დანფორდსაც შეხვდება. თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.
რაც გაწყობთ მხოლოდ იმას პოსტავთ?
ზოგი აპატურაის უსმენს და ზოგი ონიშენკოს და პრიმაკოვს
This post has been edited by GUMBERA on 20 Feb 2013, 23:25