ვიდეო
http://www.palitratv.ge/garthoba/kino-thea...nizaciidan.html"ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციისათვის გადაღებები მომავალი წლიდან დაიწყება, თუმცა ფილმის პირველი თრეილერი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" უკვე გავრცელდა. თრეილერი საკმაოდ ეფექტური და შთამბეჭდავია.
"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია ზღაპრულ-მისტიკური ჟანრის იქნება. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე არიან. საგანგებოდ თრეილერისთვის საუნდთრეკი კომპოზიტორმა გიორგი გოგოლაძემ შექმნა.
ფილმის თრეილერიდან ჩანს, რომ "ვეფხისტყაოსნის" პირველ ეკრანიზაციაში თანამედროვე ქართული კინოს ვარსკვლავები მონაწილეობენ. ფილმის 12 მთავარი გმირიდან ტარიელს - თორნიკე გოგრიჭიანი, ავთანდილს - გიორგი ვარდოსანიძე, ნესტან-დარეჯანს კი - რუსკა მაყაშვილი განასახიერებენ. ვინ ითამაშებს ფრიდონს, თინათინსა და სხვა გმირებს, ჯერ არ არის ცნობილი.
ცნობილია, რომ "ვეფხისტყაოსნის" თრეილერის გადაღება ქარელის რაიონში მიმდინარეობდა და მასში შოთა რუსთაველის ნაწარმოების ის სცენებია გაცოცხლებული, სადაც პერსონაჟები ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნას ცდილობენ.
-----------
არ წაშალოთ თემა. აქ იმიტომ ვხსნი, რო ყველა აქ ხართ. სხვაგან გახსნას აზრი არ აქვს.
ვუყუროთ, შევაფასოთ, გავაკრიტიკოთ.
პირდად მე მომეწონა თრეილერი და გულწრფელად წარმატებებს და დაფინანსებას ვუსურვებ ჯგუფს!
იმედია ფილმს არ გააფუჭებენ და ისეთივე ეფექტური და შთამბეჭდავი იქნება, რავარიც თრეილერია
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]