
უახლოეს 2 წელიწადში BMW –ს მოდელების რიგი შემოგვთავაზებს 22 განახლებას აქედან 10 მოდელი კი იქნება პრინციპიალურად ახალი. ავტომოდის უკანასკნელი ტენდეციის მიხედვით ბავარიელები გამოუშვებენ ბაზარზე კროსსოვერ ლუქსს, რამოდენიმე წინაწამყვან ავტომობილს, აგრეთვე ჰიბრიდებს და ელექტროავტომობილებს. ამ გრანდიოზული გეგმების შესახებ Auto Motor und Sport თან ინტერვიუში განაცხადა BMW ს კონცერნის განვითარების განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა გერბერტ დისსმა.
მისი თქმით 2014 წელს იგეგმება კომპაქტური კროსსოვერ BMW X4 ის გამოშვება, რომელიც სახელიდან გამომდინარე დაიკავებს ადგილს BMW X3 სა და BMW X5 შორის. შეგახსენებთ რომ მისი სავარაუდო გამოსახულება მოცემულია პირველივე სურათზე თუმცაღა კონცერნი გვპირდებოდა იანვარში დეტროიტის ავტოსალონში ეჩვენებინა პირველი პროტოტიპი. სამწუხაროდ BMW მ ვერ მოასწრო ავტომობილის პრემიერისთვის მომზადება თუმცაღა განცხადებიდან გამომდინარე ბიმერი მალევე აპირებს დაკარგული დროის აღდგენას.
გერბერტ დისსმა აგრეთვე განაცხადა რომ წინაწამყვანი BMW ს რიგები კვლავ გაფართოვდება მაგრამ არა “კლასიკის” სანაცვლოდ: 3,5 და 7 სერიები შეინარჩუნებენ უკანა წამყვან თვლებს. გარდა ამისა ტოპ მენეჯერმა უარყო ჭორები ელექტრო სუბბრენდ i ს ჩავარნის შესახებ. მისი თქმით, BMW ს აწყობს პიონერის როლი ამ სფეროში, ხოლო კარგად გაყიდვადი ტრადიციული მოდელების ხარჯზე კონცერნს აქვს საშუალება ატაროს ექსპერიმენტები ჰიბრიდებზე,ელექტრომობილებზე და ალტერნატიულ საწვავზე. რას ვიტყვით? მშვენიერი მიდგომაა…
ნაკადული