ამ ტიტულების წინ ასევე იწერება პრეფიქსები ქვეყნების სახელის მიხედვით.
BIS Best in Show - საუკეთესო შოუში
BISA Best in All-Breed Show - საუკეთესო შოუში ყველა ჯიშს შორის
BISS Best in Specialty Show - საუკეთესო სპეციალურ შოუში
BJIS Best Junior in Show - საუკეთესო შოუში იუნიორთა შორის
BPIS Best Puppy in Show - საუკეთესო შოუში ლეკვებს შორის
BPISS Best Puppy in Specialty Show - საუკეთესო სპეციულურ შოუში ლეკვებს შორის
BOB Best of Breed - საუკეთესო ჯიშის მიხედვით
BOW Best of Winners - გამარჯვებულთა შორის საუკეთესო
CAC National Champion of Beauty Certificate - ქვეყნის ჩემპიონი სილამაზეში
CACIB Certificat d'Aptitude au Championnat International de Beaute - საერთაშორისო ჩემპიონი სილამაზეში
CACIOB Certificat d'Aptitude au Championnat International d'Obeissance - საერთაშორისო ჩემპიონი დამორჩილება/ბრძანებების შესრულება
CH Champion - ჩემპიონი
SCH - Schutzhund - ჩემპიონი: დამორჩილება, მოქნილობა, დაცვა
CHIB International Show Champion - საერთაშორისო შოუს ჩემპიონი
ICH International Champion - საერთაშორისო ჩემპიონი
Int CH International Beauty Champion - საერთაშორისო სილამაზის ჩემპიონი
როდესაც ლეკვი იბადება, თუკი მის გაყიდვას ან გაჩუქებას რომელიმე სხვა ქვეყანაში აპირებენ, მაშინ შესაბამისი ქვეყნის ფედერაციის მიერ გაიცემა წარმომავლობის სერთიფიკატი. ეს არ არის პასპორტი, პასპორტი კიდევ ცალკეა და ის ლეკვს აქვს თავიდანვე. უბრალოდ ასეთი სერთიფიკატის გარეშე ლეკვის გადაყვანა, მგზავრობა კი შესაძლებელია, მაგრამ სასურველია რომ ქონდეს, რადგან ზუსტად აღწერს მის წარმომავლობას და მის გარეშე ვერცერთ შოუში/გამოფენაში ვერ მიიღებთ მონაწილეობას თუკი გადაწყვეტთ გაყვანას.
აი ტილკის სერთიფიკატი მაგალითისთვის. აქვე არის მითითებული ინფორმაცია მის 30 წინაპარზე.