მოგესალმებით,
ახლახანს მოხდა ასეთი ფაქტი - ორი წლის წინ ორგანიზაციამ გაათავისუფლა თანამშრომელი, თანამშრომელმა გაასაჩივრა სსამართლოში და სასამართლომ ორგანიზაციას დააკისრა სამუშაოზე აღდგენა და კომპენსაციის გადახდა
http://bfm.ge/sazogadoeba/saboloo-verdiqti...ars-gadaukhdis/და რა მაინტერესებს:
ხელშეკრულება როგორც წესი არის ერთწლიანი და ყოველ წელს ახლდება, ან შეთანხმების საფუძველზე ან ავტომატურად...
და როცა გათავისუფლებენ უკანონოდ სამსახურიდან, უფლება ხომ მარტო იმ ანაზღაურების მოთხოვნაზე გაქვს, სადამდეც ხელშეკრულება გაქვს ამ ორგანიზაციასთან...
შრომითი ხელშეკრულება რომ ამოიწურება, არგაგრძელების უფლება არ აქვს ორგანიზაციას?
მიზეზების გარეშე, თუ უბრალოდ აღარ უნდა ახალი ხელშეკრულების გაფორმება...
ეს მაინტერესებს როგორაა...
ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანს თუ ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე და 1 აგვისტოს გაათავისუფლეს, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ხელფასის მოთხოვნის უფლება არ უნდა ჰქონოდა მარტო? სადამდეც შრომითი ხელშეკრულება მოქმედებდა...
მიმაგრებული სურათი
Mens sana in corpore sano...