სპაიკ ჯონსი ძალიან საინტერესო რეჟისორია, ცოტა ნაკლები სიბილწობები რო იყოს, ვაფშე იდეალური იქნებოდა, მაგრამ ისეც არა უშავს)))
ტიპს მაგარი იდეები მოსდის თავში, ერთი ნიკოლას კეიჯი ხო კარგიაო და ორი მთლად უკეთესიო და წავიდა და გადაიღო ფილმი ამაზე))) მერე დაფიქრდა, რა მოხდება მთელი მსოფლიო ჯონ მალკოვიჩებისგან რო შედგებოდესო და წავიდა და ამაზე გადაიღო))) მერე კიდე ბიჯო, მოდი ადამიანს და ტელეფონს ვასექსავებო, მაგარი გამოვაო და ამაზე გადაიღო ფილმი და ოსკარი აიღო))) (ეს ბოლო სცენარი, უკვე ახდა ლამის)
კიდე რაღაც საბავშვო აქ გადაღებული მაგრამ არ მინახავს. თან ჯაკასების პროდიუსერიც რო ყოფილა, ეგეც ძალიან ირონიულია)))
ეს ხსენებული ფილმი კიდევ ძალიან მომწონს, ზოგადად სამსახიობო ფილმები მიყვარს მე, აი სადაც მსახიობები ისე თამაშობენ, როგორც არასდროს და რაღაც განსხვავებულს დებენ. მაგ კუთხით კიდევ პოლ ტომას ანდერსონია მაგარი, მაგის ყველაზე ბანძ ფილმებშიც კი მსახიობები დონეს დებენ

აქ კიდე ბოლო ბოლო ორი კეიჯია, სუპერ გენია კვადრატში