ეს საინტერესო ამბავი ჩვენს ქალაქში, ჩვენ გვერდით, შესაძლოა თქვენი ახლობლის ოჯახში, მეზობელ ქუჩაზე, მეზობელ სახლშიც კი მოხდა... არა, კი არ მოხდა, ახლაც ხდება...
რა ხდება?! მოდით, ერთად მოვადევნოთ თვალი...
ეს ამბავი ასე იწყება: აბულაძეების სახლში დიდი სამზადისია, ინგლისიდან ლევანი ჩამოდის! ლევანი ბიზნესმენ კოტე აბულაძის უმცროსი ვაჟია, ოჯახის იმედი, კორპორაციის მომავალი პრეზიდენტი... მან ხომ ინგლისში მიიღო განათლება...
რა ჩქარა გაფრინდა ეს ხუთი წელი... თუმცა ყველასთვის არა! ლევანის დედას - ქალბატონ თინას ერთი სული აქვს, როდის ჩაიკრავს გულში საყვარელ ვაჟს...
ლევანს ელოდება ყველა - ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები... განსაკუთებით კი მარიამი! მარიამი ლევანის საცოლეა, მათ ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი...
ლევანის და მარიამის ქორწილს წესით. ჩვენც უნდა დავესწროთ... მაგრამ... მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება...
ელენე?! საინტერესოა, ვინ არის ელენე?
მერე კი... მერე ყველაფერი მოულოდნელად ვითარდება...
უსაზღვრო სიყვარული... დიდი მეგობრობა... მტრობა... შური... ღალატი... გაცრუებული იმედები... კეთილი და ბოროტი ადამიანები...
აქ ყველაფერი ერთმანეთში იხლართება... ყველა გზა ერთმანეთს კვეთს...
... და ასე გრძელდება ეს ამბავი...
მერე?! ... მერე ვნახოთ...
ერთს კი გეტყვით - სერიალის გმირებთან ერთად 120 დაუვიწყარი დღე გელით.

P.S. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, რუსთავი 2-ის საიტიდან დავაკოპირე.
This post has been edited by tarsha on 4 Oct 2009, 23:29