გამარჯობათ
მოხდა ისე რომ ინტერნეტში ვნახე რეკლამა, სადაც არც თუ ისე იაფად (მაგრამ არც ძვირად) იყიდებოდა ჩემთვის სასურველი ინფორმაცია (დავუშვათ სახელმძღვანელო- როგორ მოვაშენოთ ნიანგები);
გადავხედე რეზიუმეს
მომეწონა
აღფრთოვანებულმა შევუკვეთე (სრული კოორდინატების გადაცემით)
ამის მერე დამიკავშირდნენ ინტერნეტ-მომწოდებლის სააგენტოსგან (გადამზიდავები) და მკითხეს ნამდვილად ვ ადასტურებდი თუ არა შეკვეთას!. (საუბარია რუსეთიდან გამოგზავნაზე)
მათ მითხრეს რომ წარმომადგენლობა ჰყავთ ბათუმში, და რომ ბათუმიდან დამიკავშირდებოდნენ და გამაცნობდნენ პირობებს ამანათის მიღებასთან დაკავშირებით. (ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია)
ამის მერე რაღაც ეჭვი შემეპარა და გადავხედე ინტერნეტს:
აღმოჩნდა რომ გავები ინტერნეტ-მახეში; ჯერჯერობით მხოლოდ ასე ჩანს...
ამანათები კი მისდით ხალხს მაგრამ, იმ შეკვრაში შეკვეთილი საგნის ნაცვლად დევს ან რამე კარდონი ანდა დავუშვათ რამდნეიმე გვერდიანი ინფორმაცია იმაზე რომ ნაინგები ბინადრობენ აფრიკაში, ამერიკაში აზიაში, ავსტრალიაში'დებენ კვერცხ
იჩეკებიან
ჭამენ და იზრდებიან

ანუ, რაღაც ინფორმაცია კი არა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ არა ისეთი, რისი მიღების იმედიც შენ გქონდა და რატომაც მიეცი შეკვეთა!
ხოდა ახლ ვკითხულობ: მინდა კი მე ასეთი სახელმძღვანელო?

რა თქმა უნდა არა!!!!!!
ფული უნდა გადავიხადო ამანათის მიღების შემდეგ!
ამანათი+ მიწოდება
არანაირი სურვილი არ მაქვს დავხარჯო თუნდაც ზედმეტი კაპიკი!!!!!!
როგორ მოვიქცე იმისათვის რომ დავიზღვიო თავი გაუმართლებელი ხარჯებისგან?

ხაზს ვუსვამ იმას რომ ამ შემთხვევაში გადამზიდავი არაფერ შუაში გამოდის.
თუმცა, ვინ იცის!.....
მეტი სიცხადისათვის აქ ვდებ იმ ტელეფონის ნომერს, საიდანაც დამიკავშირდნენ
+74999187455
ესეც გამოძახილები ამ "ფირმაზე"
http://zvonki.octo.net/number.aspx/4999187455