რეკომენდაციები
რუსეთი და საქართველო არ არიან განწირული
დაპირისპირების გაგრძელებისთვის. არსებული
განხეთქილება კავკასიის ქედის ორივე
მხარეს აღიქმება, როგორც არანორმალური
მდგომარეობა, რომელიც გამოსწორებას
მოითხოვს. ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ
ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთ
პრიორიტეტად გამოაცხადა ძველი მთავრობის
რუსული პოლიტიკის რევიზია. რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ
მოსკოვში მიმდინარე მსჯელობაზე დაკვირვება
აჩვენებს, რომ მომლოდინე პოზიცია აქაც მალე
შეიცვლება. იხსნება ორმხრივი ურთიერთობების
ნორმალიზაციის სარკმელი.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობებთან
მოლაპარაკებათა პროცესის ობსტრუქცია,
რომელიც 2006 წლიდან დაიწყო, გრძელვადიანერსპექტივაში ვნებს საქართველოს
ინტერესებს. ორი კონფლიქტის მშვიდობიანი
დარეგულირებისკენ მიმავალი კურსი მოითხოვს
თბილისისგან ორი რესპუბლიკის აღიარებას
დიალოგში დამოუკიდებელ პარტნიორებად,
როგორადაც მათ საქართველო აღიარებდა კიდეც
2008 წლის აგვისტომდე.
ურთიერთობათა ნორმალიზაციის პირველ
ეტაპზე მიზანშეწონილია გაიმიჯნოს
ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიკური
დისკუსიისგან სტატუსის შესახებ. აფხაზეთში
და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო
ყოფნის მოცულობის და ხარისხის საკითხი,
რომელიც პრინციპში განხილვას ექვემდებარება
რეგიონში გრძელვადიანი ნორმალიზაციის
კონტექსტში, ამჟამინდელ პირობებში ვერ
დაისმება.
მხარეებს შორის სოციალურ-ეკონომიკური
კავშირების აღდგენა შეიძლება გამოიხატოს
საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს
შორის ადამიანების, საქონლის, კაპიტალის და
მომსახურების გადაადგილების ერთიანი სივრცის
შექმნაში, რუსეთის უშუალო მონაწილეობით,
რომელიც უნდა გახდეს ამ სივრცის სტრუქტურული
ნაწილი.
საქართველოსა და აფხაზეთს შორის
სარკინიგზო კავშირის აღდგენის ინიციატივა
წინააღმდეგობას წააწყდა თბილისსა და
სოხუმში და ამიტომ დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მიუხედავად ამისა, სარკინიგზო კომუნიკაციის
აღდგენას შეუძლია იმპულსი მისცეს მთელს
ამიერკავკასიაში დადებით პროცესებს,
რაშიც რეგიონის სახელმწიფოები არიან
დაინტერესებულნი. ჩვენი აზრით, რკინიგზის
თემა პოლიტიკურ დონეზე თუ არა, საექსპერტო
დონეზე მაინც უნდა იქნას განხილული.
საქართველოს მიდგომის შეცვლის
მნიშვნელოვანი მარკერი იქნებოდა
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის
გაუქმება. ამ კანონის მთელი რიგი დებულებები
არა მარტო წინაღობას უქმნის აფხაზეთის და
სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ განვითარებას,
არამედ აძნელებს რუსეთსა და საქართველოს
შორის ჰუმანიტარულ თანამშრომლობას.
საქართველოს მოქალაქეების, ხელისუფლების
ქმედებების გადაყვანა სამართლებრივ
სიბრტყეზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
მოსახლეობასთან ურთიერთობებში, ჩვენი
აზრით, შესაძლებელია სხვა სამართლებრივი
აქტების ჩარჩოებში, რომლებიც არ
ემყარებიან „ოკუპაციის“ კონტრპროდუქტიულ
კონცეფციას.
საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა
საქართველოს მიერ „ჩერქეზების გენოციდის“
აღიარება და ჩერქეზულ ნაციონალურ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ვერ
არყევს ჩრდილო კავკასიის მცხოვრებთა
ლოიალობას რუსეთის მიმართ. ამავე დროს, ამგვარი პოლიტიკა ართულებს რუსულ-ქართულ
ურთიერთობებს.
„ჩერქეზთა გენოციდის“ აღიარება საქართველოს
პარლამენტის მიერ რუსეთში საქართველოს
მხრიდან არამეგობრულ ჟესტად ფასდება. ამავე
დროს, ამგვარი პოლიტიკა, განსაკუთრებით მისი
ის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ტერორისტული
იატაკქვეშეთის მიმართ საქართველოს პოზიციის
გაურკვევლობის გაზრდას, ართულებს რუსულ-
ქართულ ურთიერთობებს.
არ არსებობს წინააღმდეგობები იმისთვის,
რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება გაემიჯნოს
ჩრდილო კავკასიაში ტერორისტული ჯგუფების
მხარდაჭერას. არსებობს პირობები, რომ
მოსკოვმა და თბილისმა ინიცირება გაუკეთონ
სახელმწიფოთაშორისი საზღვრის აღმოსავლეთ
მონაკვეთზე ინფორმაციის გაცვლის სისტემის
ამოქმედებას.
საქართველოს და ჩრდილო კავკასიის
რეგიონების ეკონომიკური და ჰუმანიტარული
კავშირები პოზიტიურ იმპულსს შეიძენს, თუკი
განხორციელდება არა მოსკოვის ჯიბრზე და მისი
გვერდის ავლით, არამედ მასთან თანამშრომლობით.
არსებობს ობიექტური მოთხოვნილება რეგიონული
თანამშრომლობის იმგვარი ფორმატების
შექმნაში, რომლებშიც ჩართული იქნებოდნენ
ინტელექტუალები, სამოქალაქო აქტივისტები,
ჟურნალისტები მოსკოვიდან, თბილისიდან, ჩრდილო
კავკასიიდან და რუსეთის სამხრეთიდან.
ნატო და რეგიონული უსაფრთხოება
საქმე ის არ არის, რომ რუსეთი
ეწინააღმდეგება საქართველოს დაახლოებას
ევროკავშირთან. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია,
რომ საქართველოს „ევროპული“ ან „დასავლური“
არჩევანი ავტომატურად არ გახდეს ანტირუსული
და არ გულისხმობდეს ნატოს სამხედრო
ინფრასტრუქტურის გავრცელებას რუსეთის
საზღვრებამდე.
რუსეთის დასუსტებაზე გათვლა ქართულ
სტრატეგიას ხდის იმგვარ ფაქტორებზე
კრიტიკულად დამოკიდებულს, რომლებზეც ზეგავლენა
თბილისს არ ძალუძს. გარდა ამისა, ეს გათვლა
ხელს უშლის საქართველოს, გამოიყენოს ის
უპირატესობანი, რომლებსაც მეზობლებს აძლევს
რუსეთის ეკონომიკის ზრდა და რითაცსომხეთის,
აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ბიზნეს-ჯგუფები
სარგებლობენ.
მოსკოვი მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს, არ
დაბლოკოს დისკუსია საქართველოს უსაფრთხოების
მექანიზმების შესახებ ნატო-ს გარდა და
მთლიანობაში, საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის
ალტერნატივების შესახებ. პოზიტიური როლის
შესრულება შეუძლია მუდმივმოქმედ რუსულ-ქართულ
საექსპერტო სემინარს, რომელიც მიეძღვნებოდა
ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ
აზიაში და ახლო აღმოსავლეთში არსებული
გამოწვევების და საფრთხეების ერთობლივ
ანალიზს. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა
უახლოეს თვეებში მოსალოდნელია რუსეთის
ბაზრის თანდათანობითი გახსნა ქართული
კომპანიების პროდუქციისთვის. ამ პროცესის
დასაჩქარებლად ქართული მხრიდან საჭიროა
უფლებამოსილი სუბიექტის არსებობა, რომელსაც
შეუძლია თავის თავზე აიღოს მოლაპარაკებათა
წარმოების ყველა სტადია, როგორც პოლიტიკური,
ასევე ტექნიკური.
გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის
სპეციალური წარმომადგენლისა, შეიძლება საჭირო
გახდეს ძალისხმევა ორი ქვეყნის სავაჭრო-
სამრეწველო პალატების მხრიდან, ან ქართველი
ექსპორტიორების სპეციალური ასოციაციის
შექმნა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია
2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში
საქართველოს მონაწილეობის ფარგლებში და
მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ და ტურისტულ
პროექტებში.
ჰუმანიტარული თანამშრომლობა
კარგი იქნებოდა მტრული რიტორიკის
ნაკადის შეზღუდვა, რომლითაც ორი ქვეყნის
პრესა არის დაკავებული. რუსეთმა ეს ნაბიჯი
მნიშვნელოვანწილად უკვე განახორციელა და
ელის სიმეტრიულ ნაბიჯებს ქართული მხრიდან.
მიზანშეწონილია, გადაიდგას ნაბიჯები
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო
რეჟიმის შესამსუბუქებლად, პირველ
რიგში სტუდენტებისთვის, შემოქმედებითი
ინტელიგენციისთვის, სასულიერო პირებისთვის,
ტურისტებისთვის, ოჯახის წევრებისთვის.
რუსეთში განათლების მიღება კვლავ უნდა
გახდეს ქართველი აბიტურიენტებისთვის ერთ-
ერთი რეალური შესაძლებლობა. გასატარებელ
ღონისძიებათა პროგრამა შეიძლება
შეიცავდეს სავიზო რეჟიმის გამარტივებას
სტუდენტებისთვის, თბილისში საგანმანათლებლო
გამოფენების ჩატარებას, მსხვილ ქალაქებში
რუსული კულტურის ცენტრების გახსნას, ასევე
მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ქართული
კულტურის ცენტრების სიმეტრიულ გახსნას.
სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში
რუსეთის შესახებ და რუსეთში საქართველოს
შესახებ კვლევების სისუსტე. საჭიროა არა
მხოლოდ მნიშვნელოვნად გაფართოვდეს ორ
ქვეყანას შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო
კონტაქტები, არამედ მათ იმპულსი მიეცეს
საკვლევი გრანტების განაწილების საშუალებით,
გამჭვირვალე პროცედურის დაცვით.
ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაში
დიდ პოტენციალს ფლობენ რუსული და ქართული
მართლმადიდებელი ეკლესიები. დიდი ხანია,
მომწიფდა კულტურული დიალოგის პროგრამის და
საერთო ისტორიის მსხვილი მოვლენების ხსოვნის
დღეების ამოქმედება (რუსული კინოს ფესტივალი
თბილისში და ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-
პეტერბურგში ამის მაგალითებია)