
ურთიერთშეხვედრები
მიუხედავად იმისა, რომ საქმე კონკრეტულ ციფრებთან გვაქვს და თითქოს სადავო არაფერი არ უნდა იყოს, მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – რომელ კლუბს უფრო მეტი “კლასიკო” აქვს მოგებული?
თუ მხოლოდ ოფიციალურ თამაშებს გავითვალისწინებთ, უკეთეს სიტუაციაში მადრიდული კლუბი დარჩება. “რეალს” 85 ოფიციალური თამაში აქვს მოგებული, “ბარსელონას” – 82. 42 თამაში ფრედ დასრულდა. მადრიდელთა უპირატესობაზე მეტყველებს ბურთების შეფარდებაც – 354:338.
ცოტათი უფრო დიდი უპირატესობა აქვს “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩებში. მადრიდელებმა 68 თამაში მოიგეს, კატალონიელებმა – 63, ხოლო ოცდაათ შეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ბურთების შეფარდება, ამ შემთხვევაშიც “სამეფო კლუბს” უკეთესი აქვს – 262:251.
თუ მხედველობაში მივიღებთ გუნდებს შორის გამართულ ოცდათერთმეტ ამხანაგურ თამაშსაც, უპირატესობა უკვე “ბარსელონას” მხარეს გადავა. გასული წლის 29 ნოემბერს ჩატარებული მატჩის შემდეგ, კატალონიელებს 100 მოგება დაუგროვდათ, მადრიდელებს კი 89 დარჩათ. ყველა მატჩის გათვალისწინებით, 51 “ელ კლასიკოა” ფრედ დასრულებული. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, ამხანაგური თამაშების ხარჯზე, უპირატესობა ამ მაჩვენებელშიც “ბარსელონამ” მოიპოვა – 416:393.