ბუტა რობაქიძის საქმის გამომძიებელმა ნივთმტკიცება - იარაღი მეგობარს აჩუქა
26/02/13 16:02
ბუტა რობაქიძის საქმის მთავრმა გამომძიებელმა შალვა ნიქაბაძემ, საქმის ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება - იარაღი, მეგობარს აჩუქა. ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ დღეს "პირველი რადიოს" რადიო-პრესკლუბში გააკეთა.
დონაძის მტკიცებით, იარაღი, რომელიც ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილზე იქნა ამოღებული, ვინმე გიორგი და ქეთევან კაშიას კუთვნილებაა და ის საქმის მთავარმა გამომძიებელმა მიქაბაძემ, მომხდარიდან რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარ მეგობრას, ნუგზარ გვაზავას აჩუქა. დონაძის განმარტებით, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კაშიების ოჯახიდან იარაღი ბინის ქურდობის შემდეგ დაკარგეს.
"მოხდა ბინაში ქურდობა დაახლოებით 2000 წელს. გაიქურდა კაშიების ბინა. ერთ-ერთი პისოლეტი ჩნდება რობაქიძის საქმეში. გამოძების შედეგად დადგინდა, რომ ეს იარაღი ეკუთვნოდათ კაშიებს. როდესაც მათ დაკითხეს ოფიციალური მფლობელები, უთხრეს, რომ ამ იარაღს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაუბრუნებდნენ. ამ საქმიდან 3-4 წლის შემდეგ ეს ნივთმტკიცება ნიქაბაძემ ყვარელში სტუმრობისას საკუთარ მეგობარს, ვინმე ნუგზარ გვაზავას აჩუქა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, დაიბარეს იარაღის კანონიერი მფლობელები და მათ აიძულეს გადაეფორმებინათ კუთვნილი პისტოლეტი გვაზავს სახელზე", - განაცხადა გურამ დონაძემ.