მოგესალმებით ყველას მე ახლა დარეგისტრირდი.მქვია ილია ვარ 18 წლის.ესეც ჩემს მიერ გახსნილი ახალი თემა

თანამედროვეონბაში ძალზედ პოურალური არის ფენტეზის ჟანრის წიგნები.ფენტეზი-ინგლისურად Fantasy-ნიშნავს ფანტაზიას.ამ ჟანრის წიგნებში და ფილმებში გვხდება მაგია,ჯადოქრები,ვამპირები,მაქციები და ა.შ. დღე მინდა ფენტეზის ჟანრის ერთ ერთ ნაწარმოებზე გიამბოთ.ამ ნაწარმოებმა ძალიან დიდი პოულარობა ჰპოვა გახდა მსოფლიო ბესტსელერი(საუკეთესო გაყიდვადი მსოფლიოში) იგი ითარგმნა 70-ზე მეტ ენზე.მიხვდით რომ
ელ ნაწარმოებსაც ვგულისხობ? ეს ჰარი პოტერიაააა.

ჯოან მიურეი როულინგის ნაწარმოები. ეს მწერალი ჩვენს დროში ძალიან პოულარულია დაიბადა ეიტში,გლოსტერშიში 1965 წლის 31 ივლისს.
1.როგორ შეიქმნა სათვალინი ბიჭის ისტორია ერთხელ მწერალი
მანჩესტერიდან ლონდონში მიდიოდა მატარებლით.და ვიღაც შავთმიან ბიჭს უყურებდა.შემდეგ მას დაებადა იდეა ჰარი პოტერზე ,წერა დაიწყო და მისი წიგნი 1996 წელს შეიძინა გამომცემლობამ Bloomsbury. შემდეგ წიგნის გამოცემის უფლება შეიძინა გამომცემლობამ არტურა ა.ლევინმა. პირველი ნაწილი გამოვიდა ბრიტანეთში 1997 წლის ივნისში რომელმაც მწერალს ხალხის საყოველთო აღიარება მოუტანა. აშშ.-ი წიგნი 1998 წლის სექტემბერში გამოვიდა. პირველი ტომი-ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა.ბრიტანეთში 1997 წელს გამოიცა,საქართველოში 2002 წელს.მთარგმნელი მანანა ანთაძე. მე-2 ტომი-ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი,ბრიტანეთში გამოიცა 1998 წელს,საქართველოში 2004 წელს.მთარგმნელი დავით გაბუნია. მე-3 ტომი-ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე,ბრიტანეთში გამოიცა1999 წელს,საქართველოში კი 2004 წელს.მთარგმნელი დავით გაბუნია. მე-4 ტომი-ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი,ბრიტანეთში გამოიცა 2000 წელს,საქართველოში კი 2005 წელს.მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი. მე-5 ტომი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი,ბრიტანეტში გამოიცა 2003 წელს.საქართველოში კი 2005 წელს.მთარგმნელი. ი.ბერიაშვილი. მე-6 ტომი ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი,ბრიტანეტში გამოიცა 2005 წელს,საქართველოში კი 2006 წელს.მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი. მე-7 ტომი ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები,ბრიტანეთში გამოიცა 2007 წელს.საქართველოში კი 2008 წელს.მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი.
2.რას მოგვითხრობს შვიდი ჯადოსნური წიგნი ჰარი პოტერში არიან ჯადოქრები,როგორც კეთილები ასევე ბოროტები.წიგნი დაწერილია სიყვარულზე იმაზე რომ სიყვარულს ყველაზე დიდი ძალა აქვს,ყველაზე დიდი სიყვარული კი დედის სიყვარულია.ეს არის წიგნი ურთიერთავგანწირვაზე,მეგობრობაზე სიკეთეზე,სიყვარულზე,სადაც ბოროტ ძალას სიყვარულით ამარცხებენ. ჰარი როცა ერთი წლის და სამი თვის იყო მშობლები მოუკლა ყველა დროის ყველაზე ბოროტმა ჯადოქარმა ლორდმა ვოლდემორტმა.(ვოლდემორტის სახელს ჯადოქართა უმრავლესობა შიშით ვერც ახსენებს და მას „ჩვენ რომ ვიცით იმას“ ან „ის ვისი სახელიც არ ითქმის“ ასე მოიხსენიებენ.მისი თანამოაზრეები და მომხრეები კი რომელთაც სიკვდილის მხვრელები ეწოდებათ მას ბნელ ბატონად მოიხსენიებენ)მას პატარა ჰარის მოკვლა უნდოდა მაგრამ როცა ჰარის ჯადოსნური ჯოხი მიუშვირა და მიუტევებელი წყევლა. „ავადა კედავრა“ წარმოთქვა.ჰარის კანმა აისხლიტა და უკან დაუბრუნდა ვოლდემორტს ეს წყევლა.იგი არ მოკვდა მაგრამ ძალა დაკარგა და მოჩვენებაზე უარესი გახდა და ცამეტი წელიწადი ალბანეთის ტყეში იმალებოდა. ყველა ტომში თითო წლის ამბებია მოთხრობილი.და ყველა დამოკიდებულია ერთმანეთმანეთზე.

3.როგორ გადარჩა ჰარი პოტერი? როგორ გადრჩა ჰარი?რატომ ვერ მოკლა მან იგი?მას ხომ ვერავინ ვერ გადაურჩა ვისი მოკვლაც უნდოდა?მაშინ ჰარი როგორ გადარჩააა? როცა ვოლდემორტი მათ სახლში შეიჭრა.ის პირველად ჰარის მამა დაინახა და ცოლს დაუყვირა. -ლილი!ჰარი წაიყვანე და გაიქეცი მან მოგვაგნო. ვოლდემორტმა დაუნდობლად მოკლა ჯეიმსი(ჰარის მამა)და ლილსკენ და ჰარისკენ გაეშურა. ლილი ბავშს გადეფარა და ვოლდემორტს სთხოვდა: -არა არა!გთხოვთ ოღონდ ჰარი აარააა!მე მომკალით,რასაც მეტყვით შევასრულებ ოღონდ ჰარი არ მოკლათ! ვოლდემორტი მიუხედავდ იმისა რომ დაუნდობელი მკვლელი იყო ლილის მოკვლას არ აპირებდა გარკვეული მიზეზების გამო.თუმცა რატო არა აპორებდა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.რახან ლილი არ უშვებდა რომ ჰარი მომკვდარიყო.და შვილს გააფთრებული იცავდა.მან მოკლა ლილი ევანსი-პოტერი. და აი დადგა ჰარის მოკვლის დრო და მან ეს ვერ შეძლო. ლილიმ ჰარისთვის თავი გაწირა,ეს სიყვარულია დედის სიყვარული.ეს სიყვარული ჰარის კანში აღიბეჭდა და ამან დაიცვა პატარა მწვანეთვალებიანი ბიჭი.და ვოლდემორტს წყევლა უკან მიუბრუნდა.ჰარის კი შუბლზე ელვასავით გაკლაკნილი ნაირევი დარჩა.მაშინ ჰარი ერთი წლის და სამი თვის იყო.
4.ჰარი პოტერის ცხოვრება პირველი ტომი. იგი მიიყვანეს დერსლებთან ლილის დის ოჯახში სადც ის იზრდებოდა.დერსლები მას ძალინ ცუდად ექცეოდნენ.ჰარიმ არც იცოდა რომ ჯადოქარი იყო.და ატყუებდნენ შენი მშობლები ავტოკატასტოფაში დაიღუპნენო.მაგრამ მან თავის მეთერთმეტე დაბადების დღეზე სიმართლე გაიგო. ჰაგრიდმა რომელიც დამბლდობრმა გაგზავნა ჰარისთან ყველაფერი აუხსნა.და წერილი მისცა რომელსაც ჰარის ჰოგვორტსიდან(ჯადოქრების სკოლიდან) უგზავნიდნენ. ჰაგრიდმა ჰარი მრუდე ქუჩაზე წაიყვანა,სადაც რაც სჭირდებოდა იყიდა. და სკოლაში პირველ სექტემბერს წავიდა. მატარებელში მან გაიცნო რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი.რომლებიც მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.და მუდამ მხარში ედგნენ ეს სამი მეგობარი ერთმანეთს. ჰოგვოტსი ძალიან ძველი ციხესიმაგრეა 1000 წელზე მეტია რაც არსებობს,იქ 4 კლუბია.გრიფინდორი, რეივენქლო, სლიზერინი, და ჰაფლეპაფი.სტუდენტებს კლუბებში გამანაწილებელი ქუდი ანაწილებს. ოთხივეს თავისი ღირსეული ისტორია გააჩნია. ჰარი რონი და ჰერმიონი გრიფინდორელები არიან. ყველაზე მეტი ბოროტი ჯადოქარი სლიზერინის კლუბიდან გამოდის,ვოლდემორტიც ამ კლუბში სწავლობდა თავის დროზე. როცა ჰარი სკოლაში პირველ კურსზე იყო ვოლდემორმა ფილოსოფიური ქვის მოპარვა განიზრახა რითაც მას უკვდავების მოპოვება შეეძლო.ჰარიმ და მისმა მეგობრებმა ხელი შეუშალეს. მეორე ტომში ჯინი რონის და გადაარჩინეს.და ჰარიმ მოკლა საზარელი გველი ბასილისკო.გაანადგურა რიდლის დღიური ანუ იგივე ვოლდემორტის დღიური.და ამით კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი მის დაბრუნებას. მესამე ტომში ჰარი თავის ნათლის ხვდება.რომელიც აზკაბანში ჯადოქრების ციხეში უსამართლოდ 13 წელი იჯდა.იგი ციხიდან გამოქცეულია. მეოთხე ტომში.ვოლდემორტი აღსდგება და მას ჰარი კვლავ გადაურჩება. მეხუთე ტომში.ჰარის ნათლიას მოკლავს ბელატრისა ლესტრეინჯი. მეექვსე ტომში დამბლდორს მოკლავს სნეიპი დამბლდორისვე დავალებით გარკვეული მიზეზების გამო. მეშვიდე ტომში ბევრ რამეს აეხდება ფარდა.ჰარი დაამარვხებს „ვოლდემორტს“1998 წლის 2 მაისს. და წიგნი ბედნიერად მთვრდება. ჰარიმ რონის და ჯინი მოიყვანა ცოლად. და ეყოლებათ სამი შვილი.ჯეიმსი,ალბუს-სევერუსი,და ლილი. რონი და ჰერნიონი ერთმანეთზე დაქორწინედებიან და ორი შვილი ეყოლებათ:ჰუგო და როუზი. კითხვები გაგიჩნდათ?გაინტერებთ რა,როგორ და რატომ მოხდა?მაპატიეთ ყველაფერს ვერ დავწერდი რადგან ამ წიგნში ყოველი მონაკვეთი ერთმანეთზე იმდენდაა დამოკიდებული.რომ ერთი რომ ამეხსნა მაშინ მეორეც უნდა ამეხსნა.ამიტომ ერთგვარი წარმოდგენა შეგიქმენით. და თუ დაინტერსედით მაშინ წაიკითხეთ.
მწერალი : ჯოან მიურეი როულინგი
This post has been edited by testrali on 26 Feb 2013, 17:11
მიმაგრებული სურათი