30-31 მარტს ტარდება პირველად საქართველოში, საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოფფროად თრაიალში.
შეჯიბრი 2 დღიანი იქნება.
ჩამოდიან მეზობელი ქვეყნების სპორცმენები(თურქეთი,აზერბაიჯანი,სომხეთი,რუსეთი)
შეჯიბრი ჩატარდება 5 კატეგორიაში,მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოყვარულები ასევე პროფესიონალები...
იქნება ძალიან რთული ტრასები და სანახაობრივად ძალიან მაგარი.
ასპარეზობა გაიმართება ერთდროულად 7 ტრასაზე,იქნება როგორც ჩქაროსნული მონაკვეტები ისე ურთულესი დაბრკოლებები და გაუვალი მონაკვეტები,რომელიც უნდა დაძლიონ მონაწილეებმა ჯალამბარების დახმარებით.
მაყურებლებისთვის ადრენალინი გარანტირებულია

მოყვარულთა კატეგორიებში გამოსვლა შეუძლია ნებისმიერს ვისაც ყავს 4X4 ავტომობილი და აქვს მართვის მოწმობა...
შეჯიბრის განრიგი
29 მარტი - 10.00-დან 17.00-მდე - განაცხადების მიღება, ადმინისტრაციული და ტექ კომისია.
30 მარტი - 08.00-დან 09.00–მდე – სასწრაფო განაცხადების მიღება, ადმინისტრაციული და ტექ კომისია.
30 მარტი - 09.00 –დან 9.30–მდე – მონაწილეთა გამოცხადება სტარტზე
30 მარტი - 09.30 –დან 10.00–მდე წინასასტარტო ბრიფინგი და ტრასის გაცნობა
30 მარტი 10.00 – პირველი დღის გახსნა
30 მარტი 13.30–14.00 – შესვენება
30 მარტი 18.00 – პირველი დღის დახურვა
31 მარტი 10.00 – მეორე დღის გახსნა
31 მარტი 13.30–14.00 – შესვენება
31 მარტი 18.00 – მეორე დღის დახურვა
31 მარტი 19.00 - შედეგების გამოცხადება და მონაწილეთა დაჯილდოვება.
შეჯიბრი ჩატარდება დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე...
დამატებით დეტალებს ადგლიმდებარეობასთან დაკავშირებით დავწერ ხვალ...