Ge_orderდაიცადე დაგიკოპირებ პირობებს ვიპოვო
საგარანტიო პირობები უკავშირდება შემდეგ ძირითად დებულებებს:
სრულად შევსებული და ავტორიზირებული საწარმოს მიერ ხელმოწერებითა და ბეჭდებით დამოწმებული საგარანტიო წიგნაკი ამორტიზატორის შესყიდვის ჩეკის ორიგინალით და/ან დაყენების შეკვეთა-უწყისის ორიგინალით. რეკლამაციაზე წარდგენილი ამორტიზატორი გაყიდული და დაყენებული უნდა იყოს ამ ავტორიზირებული საწარმოს მიერ.
ამორტიზატორები შეიცვალა წყვილად, ავტომობილის ერთ ღერძზე, ახალი სერვისული კომპლექტის დაყენებით. ,,მაკფერსონის" ტიპის საკიდის შემთხვევაში, ასევე სავალდებულოა ამორტიზატორის საყრდენის საკისრის შეცვლა.
შეცვლისას სრულად შეივსო და გაფორმდა შემოწმების ფურცელი №1, რომელშიც არ არის დაფიქსირებული დაკავშირებული დეტალების არც ერთი დეფექტი.
საკიდარის რემონტისას შეცვლილი დეტალები შეძენილი იყო Original SACHS Service-ის სახით ავტორიზირებულ საწარმოში. კლიენტის მიერ სარემონტოდ მოტანილი დეტალები არ ექვემდებარება განხილვას საგარანტიო შემთხვევის დადგომისას.
ავტომობილზე ამორტიზატორების დაყენებიდან 6 თვის შემდეგ Original SACHS Service-ის ტექნიკური მომსახურების ცენტრში ჩატარდა (უფასო) შემოწმება, რაც დასტურდება სრულად შევსებული და საწარმოს ხელმოწერებით და ბეჭდებით დამოწმებული №2 შემოწმების ფურცლით.
დაყენებისას, ამორტიზატორებს დაედო დამღა სრული საგარანტიო ვადის აღნიშვნით.
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება დაზიანებებზე, რომლებიც:
წარმოიშვა ნორმალური ცვეთის შედეგად;
წარმოიშვა არამიზნობრივი გამოყენებისას, მაგ. :სპორტულ შეჯიბრებებში;
წარმოიშვა ავტომობილზე უცხო სხეულის აგრესიული ზემოქმედების, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად;
წარმოიშვა გაცვეთილი შეუღლებული დეტალების ნეგატიური ზემოქმედების შედეგად;
წარმოიშვა ინსტრუქციის დაუცველობის გამო;
წარმოიშვა ავტომობილის შემდგომი არასათანადო ტექმომსახურების გამო;
წარმოიშვა აღდგენილი, უხარისხო და/ან საეჭვო წარმომავლობის დეტალების (სათადარიგო ნაწილების) გამოყენების შედეგად;
წარმოიშვა ავტომობილის ქარხანა-დამამზადებლის საექსპლუატაციო წესების დარღვევის შედეგად;
წარმოიშვა მომხმარებლის მიერ არასათანადო სპეციფიკაციის ამორტიზატორის ტიპის შერჩევის შედეგად;
აბა ეხლა მითხარი როდის ვრცელდება გარანტია

)))