
ამას წინებზე რაღაცამ დამაფიქრა, ხოდა მეთქი საინტერესო სადაო თემაა და შეიძლებოდა სხვებიც დაინტერესებულიყვნენ. ისედაც ჩანს რაზეა საუბარი, არც ისე ჩახლართული თემაა, მაგრამ მაინც განვმარტოთ რა გვინდა
" დიდი ფილოსოფიური მსჯელობის საგანია ის საზღვრები, რაშიც ძალადობრივი აქტები შეიძლება გავამართლოთ, როგორც კეთილი სარგებლის (good end) მიღების საშუალება. დეონტოლოგიური ეთიკის მიხედვით ეს საზღვრები არსებობს და რეალურია, ძალადობის გამართლება შეიძლება, თუმცა არსებობს ქმედებები, რომლებიც დამოუკიდებლად მიღებული შედეგისა(!), გაუმართლებელია. იმანუელ კანტი ამტკიცებდა, რომ ტყუილი მიუღებელია იმ შემთვევაშიც კი, თუ ის სიცოცხლის გადასარჩენადაა საჭირო.
დეონტოლოგები ძირითადად იზიარებენ მოსაზრებას, რომ ომის მიღმა, ძალადობა მხოლოდ მაშინაა გამართბეული თუ ის
უსამართლო თავდასხმის დროს საკუთარი თავისა თუ სხვების დაცვას ემსახურება - ადამიანებს აქვთ მორალური უფლება თავის დაცვისა, თუმცა ამ დროს განხორციელებული ძალადობა არ უნდა სცდებოდეს საფრთხის არიდების საზღვრებს (ანუ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმდენი ძალადობა, რამდენიც საჭიროა ზიანის ასარიდებლად და არა მეტი). " -კევინ მაგილი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის დოქტორი.
"ზოგჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობა გამართლებულია. ვფიქრობ, ეს ხდება მაშინ, როდესაც 1. ძალადობა ემსახურება უდანაშაულო ადამიანის დაცვას 2. როცა ამოწურულია ყველა სხვა გზა ძალადობის მიღმა 3. როცა გამოყენებული ძალადობა არ აჭარბებს საჭიროებას (როგორც ზემოთ მოყვანილ ციტატაში).
მაჰათმა განდის მიხედვით
ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია
ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც, როცა ის უდანაშაულო ადამიანის დაცვისთვისაა საჭირო. ამასთან აუცილებელი არაა ძალადობაში მხოლოდ ადამიანზე ძალადობა ვიგულისხმოთ, ძალადობაა, მაგალითად, სახლის დარბევა გარკვეული მიზნების გამო, რომელიც შეიძლება მორალურად გამართლებული ჩანდეს. " -ტომ რეგანი, ცხოველთა დამცველი.
არის განმარტებები, მაგრამ ძირითადად მშრალი, თითქოს ცარიელ ფურცელზე დაწერილი "ბექგრაუნდის" გარეშე. დაუშვებდა თუ არა ყველაზე უკიდურესი პაციფისტიც კი დაუნდობელი მკვლელის წამებას, თუ ეს ერთადერთი გზაა უდანაშაულო ადამიანის (თუნდაც ბავშვის) ან მილიონი ადამიანის გადასარჩენად. შეილება თუა რა ასეთ პუნქტებად ჩამოწერილ განმარტებებში მოექცეს ძალადობის დაშვება-არდაშვების საკითხი.
ვთქვათ არსებობს რაღაც სხვა გზაც, მაგრამ ნაკლებად ეფექტური, მაშინ უნდა დავაყენოთ თუ არა კითხვის ნშნის ქვეშ უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ძალადობაზე უარის თქმით? -ტომ რეგანის მეორე პუნქტის მიხედვით.
არსებობს საერთოდ ასეთი განმარტება? როგორ მოექცევა ეს თემა განმარტებებში უსასრულო და ამ პუნქტებისთვის უპასუხო ცხოვრებისეული მაგალითების არსებობის პირობებში. ძაალიან რთული ჩანს მაგრამ მაინც ხომ შეიძლება მაქსიმალურად მივუახლოვდეთ
რელიგიური კუთხითაც საინტერესოა მსჯელობა, იძლევა ვთქვათ ისლამი (შარიათი) ყველა ასეთ ძალადობრივ დილემაზე პასუხს? ან ქრისტიანობა? მე, როგორც მორწმუნე ვფიქრობ რომ უნდა იძლეოდეს, პასუხები ალბათ არსებობს, არ შეიძლება და არალოგიკურია, რომ არ არსებობდეს. ხოდა ეძიებდეთ, და ჰპოვებდეთ

)
* * *
ხომ ამბობთ რომ ამ განყოფილებაში ცოტა ფილოსოფიაა, ხოდა დაიქოქეთ ეხლა და წამეხმარეთ ერთად ამოვხსნათ ფაზლი
This post has been edited by Immanuel on 28 Feb 2013, 17:47