შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური აპლიკაცია MIA Georgia.
აერთიანებს სერვისებს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასში შემავალი ცალკეული სამსახურები სთავაზობენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მობილური აპლიკაცია შექმნილია iOS და Android–ის სისტემებზე მომუშავე სმარტფონებისთვის. საწყის ეტაპზე ჩაეშვა Android–ის ვერსია. ერთ კვირაში იგეგმება iPhone–ბისთვისაც. ამ აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია:
• გადაიხადოს პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმები.
• უცხოეთის მოქალაქეს შეუძლია საზღვრის კვეთისთვის საჭირო ანკეტის შევსება და ვიზის საფასურის გადახდა.
• შეგიძლიათ ვირტუალურად გაიაროთ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა და რეალურ გამოცდაზე გასვლამდე შეამოწმოთ თქვენი ცოდნის დონე.
• საგანგებო სიტუაციების დროს დაუკავშირდეთ 112–ს, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, რაც ხელმისაწვდომს ხდის 112–ის მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობების, დაქვეითებული სმენისა და შეზღუდული მეტყველების მქონე პირებისთვის.
• ავტოავარიის ან სხვა სიტუაციის დროს გაიგოთ თქვენი ადგილმდებარეობა და იპოვოთ პოლიციის ახლომდებარე განყოფილება.
• გაიგოთ სიახლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ.
• გაიგოთ სიახლეები ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ.
• დეტალური FAQ–ის მეშვეობით გაიგოთ პასუხი თქვენს კითხვებზე და გაზარდოთ თქვენი ინფორმირებულობის დონე.
აპლიკაციის მთავარ გვერდზე არის ველი "საჭირო ინფორმაცია", რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგვწეროთ თქვენი რჩევები, შენიშვნები და რეკომენდაციები და თქვენთან ერთად გავაუმჯობესოთ თქვენთვის შექმნილი აპლიკაცია.
წინასწარ გიხდით მადლობას.
КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим...
kalatozishvili.wordpress.com