უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ამ ბოლო დროს
პრიალა თავი ბრიფინგებით დაგვამახსოვრა.
მისი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული განცხადებები ეკა ბესელიამ ამხილა.
"მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი ორი ფაქტი მოგაწოდოთ:
პირველი, როდესაც კუბლაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების მიმართ გამოძიების დაწყება არ შეიძლება
და ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა, მინდა, გითხრათ, რომ უზენაეს სასამართლოში მისი თავმჯდომარეობის პერიოდში,
გაასამართლეს მოქმედი მოსამართლე სწორედ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. ეს გახლავთ ბესიკ გვაჯავა.
იგი იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც მსჯავრი დაედო უკანონო სასამარათლო გადაწყვეტილების გამოტანისთვის.
იყო სამი ეპიზოდი, ერთი ეხებოდა იურიდიული ფაქტის დადგენას, ორი კი პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული მოსამართლე გაასამართლა იმის გამო, რომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება უკანონოდ იქნა გამოტანილი.
მოსამართლეს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეეფარდა, შემდეგ კი ჯარიმა დაეკისრა" - აღნიშნა ბესელიამ.
მისივე თქმით, ანალოგიური განაჩენი უფრო ადრე 4 სხვა მოქმედი მოსამართლის მიმართაც იყო გამოტანილი,
რომლებიც მოსამართლეობიდან სწორედ კუბლაშვილის პერიოდში გაათავისუფლებს.
წყარო (სტატია სრულად):
http://www.pirweli.com.ge/?menuid=8&id=27359ფანტომასი პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

This post has been edited by androabuladze on 28 Feb 2013, 21:43